"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!"
- მამა თეოდორე გიგნაძე
ეს ადგილი მდებარეობს ზეთის ხილის მთაზე რუსულ მონასტერში , არის ყველაზე დიდი სამრეკლო ქალაქში.
აი რას წერს დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა თავის მოგონებიდან : 1870 წელსა, როდესაც იერუსალიმში ზეთის ხილის მთაზედ საძირკველსა სთხრიდნენ ახალის ეკკლესიისათვის რუსეთის პალესტინის მისსიის გამგეობითა, აღმოჩენილა ფერადი იატაკი, მოზაიკით დაფენილი (ფერადი მარმარილოს ქვით), ზედ დახატულ მოზაიკითვე ფრინველებითა და თევზებითა, რომლების მნიშვნელობაზედ ზევით ვსთქვი; იმ დროს იქ დასწრებია რუსეთის დიდი მთავარი კონსტანტინე ნიკოლოოზის ძე და მისის ბრძანებით შემოუზღუდნიათ ეს ადგილი რკინის ღობითა, და მასზედ სიარული აღკრძალულია. აქვე შკაფში აქვსთ დაცული ნამტვრევნი და ნატეხნი სხვა და სხვა ძველთა საფლავთა ქანდაკებისა, სვეტებისა და ჩუქურთმებისა - სხვა და სხვა შენობათა, რომელნიც უპოვნიათ საძირკვლის დაღრმავების დროს. იქვე არის ძველი აკლდამა იმ დროისა, როცა იერუსალიმი იქმნა დაქცეული. ამ აკლდამაში ყოფილა გამოკვეთილი ხუთი, ექვსი საფლავი; მათ შორის რომელნიმე არიან გახსნილნი და მათში მოსჩანან ძვალნი გაშიშვლებულნი; ხოლო სხვა საფლავნი არიან დახურულ და მტკიცედ გადალესილ ზევით მათ ფიცრებზედ არიან აღბეჭდით აღმოჭრილნი ლურსმითა ჯვრები და წარწერანიც; ეს წარწერანი ჰხმობენ, რომ საფლავნი დაიტევენ თავის შორის ფხვიერთა ნაშთთა ქართველთა ქრისტიანეთა მეფეთასა. ეს ცნობა ამოვიღე რუსის მღვდლის მ. ალექსანდრე ანისიმოვის წიგნიდამ, რომელიც დაბეჭდილია 1899 წელსა. ხოლო ჩემთვის არ უჩვენებიათ ეს ქართულნი წარწერანი, ჩემდა სამწუხაროდ. მისი სიმაღრელე 64 მეტრია , დგას რუსულ მონასტერში ამღლების სახელ წოდებით ზეთის ხილის მთაზე . დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა მოგონებები: ამაღლების ეკკლესიასთან არის აღშენებული რუსთა მისსიისაგან მაღალი სამრეკლო, რომლიდგანაც ზარის რეკა სასიამოვნოდ მოისმის მთელს იერუსალიმში. ამ სამრეკლოდგანვე სჩანს ხმელთა შუა ზღვა 80 ვერსის სიშორეზედ და მარილოვანი ზღვაც 40 ვერსის სიშორეზედ.
|