†მართლმადიდებლური საიტი† - ამაღლება უფლისა ელიონის მთა
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ამაღლება უფლისა ელიონის მთა


ამღლების დღესასწაული 2010 იერუსალიმში ,მაცხოვრის ამაღლების ადგილი. აი რას სწერს ამ ადგილზე დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა : მაღლების მთაზედ, რაოდენადმე დაბლა მის უკანასკნელის მწვერვალისა, ოდესმე ჰშვენოდა დიდებული ტაძარი „ამაღლებისა, აღშენებული წმ. ელენე დედოფლისა მიერ იმ ადგილსა ზედა, საიდგანაც ამაღლდა ზეცად მაცხოვარი, ეხლა ეს ადგილი შემოზღუდულია ქვის გალავანითა და შესვლა იქ შეიძლება მხოლოდ ერთის კარებითა: მახლობლად უბრალოდ აშენებულის ოსმალთა მეჩეთისა, მაღალის გარეშემო სარბენით (მინარეთი), შუა ეზოში სდგას რვა-კუთხიანი შენობა ზევიდამ გახსნილის გუმბათითა. ის აზრი ყოფილა წმ. ელენესი ეკკლესიის აღშენების დროს ამ ადგილზედა, რომ მლოცველთა შესძლებოდათ ხილვა ცისა, სადაცა დიდებით ამაღლდა ქვეყანით ქრისტე მაცხოვარი. კედლები სამლოცველოში ცალიერია, არ მოიპოვება იქ არცა წმ. ხატები, არცა ლამპარნი, ხოლო მარჯვენით შესვლისათანა, რომელიც არის ბუნებითის კლდისა, სჩანს კვალი მარცხენა ფერხისა უფლისა იესო ქრისტესი ხოლო აღბეჭდილი კვალი მარჯვენა ფერხისა გარდატანილია აქედამ და ინახება „იელაქსა-ს მეჩეთში იერუსალიმშივე. მრთელი შემოზღუდული ეზო ეკუთვნის ოსმალთა, რომელნიც ნებას აძლევენ ყოველ ქრისტეანეს, შეასრულონ აქ ღვთის-მსახურება გაწყობილთა შუა ეზოში საკურთხეველთა შინა, - მართლ-მადიდებელთა: ბზობასა, ამაღლებასა და დღესა უფლისა ფერისცვალებისასა./

29.11.2024 08:36 |  | დაამატა: admini  | მოინახულეს: 1214-ჯერ

 

კომენტარები ↓