[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » სარწმუნოება » შეკითხვები მოძღვარს » თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა სატანის არსებობა?
თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა სატანის არსებობა?
adminiDate: ოთხშაბათი, 22.09.2010, 23:42 | Message # 1
kvavili
Group: Администраторы
Messages: 62
Awards: 11
Status: Offline

- ღმერთი ყოვლადკმაყოფილი, ყოვლადნეტარი, უსრულყოფილესი და მარადიული არსებაა. ამავე დროს, იგი სიყვარულია და ამიტომ მან შექმნა გონიერი, პიროვნული არსებები (ანგელოზები და ადამიანები), რომლებიც მოწოდებულნი არიან, გახდნენ ღვთის მსგავსნი ანუ კმაყოფილნი, ნეტარნი, სრულყოფილნი, მარადიულნი, ე.ი. ბედნიერნი. ერთადერთი პირობა, რითაც ანგელოზთა და ადამიანთა მიერ ღვთის ეს მოწოდება შესრულდება, სამპიროვნება ღმერთისა და ერთმანეთის სიყვარულია. თუ ღმერთი გიყვარს, ხარ მასთან და მისი ბედნიერების თანაზიარი ხარ; თუ ღმერთი არ გიყვარს, მასაც კარგავ და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთესაც.

მაგრამ სიყვარული მხოლოდ ნებაყოფლობითი შეიძლება იყოს. სიყვარული არ არსებობს ძალადობით. ეყვარებოდათ თუ არა ღმერთი, დარჩებოდნენ თუ არა ღმერთთან, ეს თავად ანგელოზებს უნდა გადაეწყვიტათ (ასევე უნდა გადავწყვიტოთ ადამიანებმა). და აი, ერთ-ერთმა მთავარმა ანგელოზთაგან და მისი მიბაძვით სხვებმაც არ ისურვეს ღმერთთან ყოფნა და ისინი, საკუთარი ნებით სიკეთეს მოკლებულნი, ბოროტ სულებად გადაიქცნენ.

ხშირად კითხულობენ, რატომ არ სჯის და ანადგურებს მათ ღმერთი. ისინი დასჯილნი არიან, მათ აღარა აქვთ ერთობა ბედნიერების წყაროსთან, ღმერთთან. მათ განადგურებას რაც შეეხება, უნდა ვიცოდეთ, რომ პიროვნულ არსებებში უმთავრესია ორი თვისება: მარადიულობა და თავისუფლება. ღმერთი, როგორც ყოველი ქმნილების მოყვარული მამა, არც ერთ თვისებას არ ეხება. ანგელოზები და ადამიანები მარადიულად იარსებებენ და იარსებებენ ისე, როგორ არჩევანსაც თვითონ გააკეთებენ.

(მამა თეოდორე გიგნაძე)



"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
 
ფორუმი » სარწმუნოება » შეკითხვები მოძღვარს » თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა სატანის არსებობა?
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


უფალი გფარავდეთ!!! 2018ჰოსტერი uCoz


21.06.2018 23:02 | ავტორი: სტუმარი  | მოინახულეს: -ჯერ