ღმერთო მაღალო, დავიწყებ ლოცვას
და მაღლა მთებში ავიწურები,
სადღაც მწვერვალებს შემდგარა კენტად
"მარიანობის" ფუძის მლოცველი.
აგვისტოს ბინდზძე წამოფენს მთვარე,
ჩამოწვებიან ცით ვარსკვლავებბიც,
მთის სუსხი მაინც მოყინავს ღაწვებს,
დანისნულ გოროს ვესაუბრები.
ფიქრით დამსეტყვა წარსულმა ნელა,
თითქოს ძველითგან ლოცვის ხმა მესმის,
საკურთხეველთან, დედა ღვთის ხატთან
მუხლმოდრეკილი შიო მოგველის.
ხელებს აღმართავს ზეცისკენ მაღლა.
დიდებას ეტყვის უფალს ცრემლებით
და შეავედრებს მის წმინდა ძალას,
მთას და მთიულებს დიდ ხეობებით.
დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს მიწას
სულ ნაწილ-ნაწილ ლოცვით ევლების,
ქართული სულით ამაყად დგას და
მთასავით გულით ჩვენს გვეფერების.
დედა მარიამს ავედრებს მოდგმას
მისი ფესვის და მისი ნაწილის,
სანთლის ნაღვენთი უწვავს ხელს მაგრამ,
დედაო ღვთისავ.... კვლავ ელოცვების.
სულაანთს გულით დალოცავს ყველას,
ხატობის მადლ-ღვაწლს შეავედრების,
ამრავლე ღმერთო და აძლიერე
ამ გვარის ყველა მატარებელი.
მოიხსენიებს აბრამს და მათ წინ
სულაშვილთ შტოდან ყველა გარდაცვლილს,
გადიწერს პირჯვარს მთის დიდი შვილი,
ამინ! შესახებს ყველა ტაძარში.
"მარიანობის" მადლი გეწიოთ,
იყავნთ დღეგრძელნი აქავ მამსმენნო,
ღვთისმშობლის დიდი კალთა გეფინოთ
"დეკანოზ" შიოს გვარისმყოფელნო.
ციცი სულაშვილი