†მართლმადიდებლური საიტი† - "ჩვენთან არს ღმერთი!”
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


"ჩვენთან არს ღმერთი!”


დაბადებიდან არსობის დრო მხოლოს წამია,
სამოთხიდან კი გენიამდე ნაბიჯი ერთი.
მთელი ცხოვრება სინანულის, ტანჯვის ჟამია.
თუ ეს შეიცან, უკვდავი ხარ, შენთან არს ღმერთი.

სარწმუნოება, სიყვარული და სასოება,
გზა არს ცხონების უმოკლესი და ერთადერთი.
გულში აინთე წმინდა სანთლად ეს სათნოება,
თუ ეს შეძელი, ნეტარი ხარ, შენთან არს ღმერთი.

გოლგოთას გზაზე დაიწყლულა იესომ თავი,
იტვირთა ჟვარი, აღადგინა წყეული მკვდრეთი.
ჩვენთვის დაიკლა სამსხვერპლოზე ვითარცა კრავი.
ამაღლდა ზეცად, მაგრამ მარად ჩვენთან არს ღმერთი...


16.06.2025 04:21 |  | დაამატა: natia1506  | მოინახულეს: 1028-ჯერ

 

კომენტარები ↓