მოძღვარო ღვთივხელდასმულო,
ბნელთათვის სხივო მზისაო.
ღვაწლით ზეცამდე ასულო,
გლოცავდეს დედა ღვთისაო.
ღვთიური სიბრძნე მასმინე,
მამაო, უძღებ შვილსაო.
საღმრთო სახმილი მასმიე,
სულ-ხორცით დავრდომილსაო.
ქრისტე მაცხოვარს უბადლე,
მწყალობ გზააბნეულსაო.
მკვდრეთით აღდგომა მომმადლე,
ცოდვებით დაცემულსაო.
მოძღვარო! ღვთივკურთხეულო,
ბნელში ნათელო დღისაო.
მოკვდავთა შორია რჩეულო,
გფრავდეს მადლი ღვთისაო.