†მართლმადიდებლური საიტი† - ”ეკლესია”
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


”ეკლესია”


მამების ღვაწლით აგებულო წმინდა ტაძარო,
არსთა გამგებლის ჩაუმქრალო ოქროს ლამპარო,
აღმოსავლეთით მოკაშკაშე ქრისტეს ვარსკვლავო
და საღმრთო სისხლით განწმენდილო - ევას საფლავო.

შენა ხარ ნოეს კიდობანი და უფლის სახლი,
ღვინო და პური არსობისა, ღვთიური მადლი.
ეკლის გვირგვინი, გოლგოთა და იესოს კვართი,
სამოთხის გზა ხარ და კანდელი სამყაროს მნათი.

ბეწვის ხიდი ხარ - გადებული უფსკრულსა ზედა,
მირონით სავსე ემბაზი ხარ და ნათლის დედა.
განსაწმენდელი აიაზმა ცოდვილთა შვება,
საგალობელი დავითისა და ათი მცნება.

შენა ხარ ოთხი სახარება ახალ აღთქმისა,
დასაბამი ხარ ღვთისთვის სათნო კეთილ საქმისა,
თვით ლაზარე ხარ, უფლის ლოცვით მკვდრეთით აღმდგარი,
შვიდ საიდუმლოს დამტეველი ქრისტეს ტაძარი.


16.06.2025 09:02 |  | დაამატა: natia1506  | მოინახულეს: 1102-ჯერ

 

კომენტარები ↓