†მართლმადიდებლური საიტი† - ამაღლების მონასტერი
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ამაღლების მონასტერი


დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილის მოგონებები : ეხლა ზეთის-ხილის მთაზედ სდგას შვენიერი ტაძარი, რუსთაგან აშენებული. ხოლო 1875 წელსა მამა ანისიმოვს კარავში უწირავს ამ ადგილას ბზობისა და ამაღლების დღესასწაულებში. ამ ტაძარშია დაკრძალული გვამი რუსის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ანტონინისა, დიდისა მოღვაწისა და მშრომელისა რუსეთის ეკკლესიის სასიქადულოდ. რაც რუსეთის მისსიას პალესტინაში მამულები აქვს შეძენილი და მასზედ შენობანი, სრულიად ამ ნეტარხსენებულს მ. ანტონინს შეუსყიდნია დიდის გამოცდილებით და მოხერხებითა, წინააღმდეგ ბერძენთა, რომელნიც მსურველნი არ არიან, რომ რუსეთის გავლენა გაძლიერდეს პალესტინაში, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელის მორწმუნე ერის შემოწირულობით სცხოვრებენ აქაურნი მრავალ რიცხვოვანნი ბერძენთა მონასტერნი. რუსეთის შემოსავალი რომ მოაკლდეთ, შიმშილით ამოსწყდებიან, ვითარცა თევზნი უწყლოდ. სრული ვერსია შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ : http://www.orthodoxy.ge/istoria/kenchoshvili/7-tsetskhli.htm

29.11.2024 06:51 |  | დაამატა: admini  | მოინახულეს: 1136-ჯერ

 

კომენტარები ↓