ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ. რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც
ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით?