[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » სარწმუნოება » შეკითხვები მოძღვარს » რატომ ითვლება დამნაშავედ ადამიანი, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა უც
რატომ ითვლება დამნაშავედ ადამიანი, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა უც
adminiDate: ოთხშაბათი, 22.09.2010, 23:47 | Message # 1
kvavili
Group: Администраторы
Messages: 62
Awards: 11
Status: Offline
- ადამიანი იმიტომ ითვლება დამნაშავედ, რომ ის ვალდებული იყო, სცოდნოდა. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ. მაგალითად გამოდგება ერთი მღვდლის მონათხრობი, რომელმაც ჰკითხა ასაკოვან მანდილოსანს, იცოდა თუ არა მან ლოცვები. პასუხად მიიღო:
- არ ვიცი.
- სიმღერები?
- ო, სიმღერები რამდენიც გნებავთ!
- მაშ, ეგ რანაირად მოხდა, რომ საერო სიმღერები შეგისწავლია ზეპირად და ლოცვები კი - არა?


"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
 
ფორუმი » სარწმუნოება » შეკითხვები მოძღვარს » რატომ ითვლება დამნაშავედ ადამიანი, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა უც
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


უფალი გფარავდეთ!!! 2024ჰოსტერი uCoz


28.03.2024 11:09 | ავტორი: სტუმარი  | მოინახულეს: -ჯერ