†მართლმადიდებლური საიტი† - მარხვის არსი და მნიშვნელობა
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


მარხვის არსი და მნიშვნელობა


ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი (ცოცხალი), როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ჩვენ ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს – საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. ამას ეწოდება მარხვა. ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას.

19.05.2024 08:41 |  | დაამატა: likapkhakadze  | მოინახულეს: 937-ჯერ

 

კომენტარები ↓