†მართლმადიდებლური საიტი† - კიკოსის ღვთისმშობელი
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


კიკოსის ღვთისმშობელი


კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი ლუკა მახარებელმა დაწერა და ამჟამად კვიპროსზეა.მისი ასლი კი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარშია. ხატთან ერთად ქამრის ასლიც დამზადდა, რომელზეც ქალწული მარიამი და მთავარანგელოზია გამოსახული. კიკოსის ღვთისმშობლოს შემწეობით მრავალი სასწაული აღესრულება, განსაკუთრებით კი უშვილო ოჯახებს შეეწევა და შვილოსნობას მიჰმადლებს მათ.

სამების ტაძარში, კიკოსის ღვთისმშობელთან, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, აღევლინება სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში მისვლამდე მეუღლეებმა სამი დღე უნდა იმარხულონ. ღვთისმშობლის სარტყელს უშვილო ადამიანებს უკეთებენ, იკითხება სპეციალური უშვილობის დასაძლევი ლოცვები. კიკოსის ხათის შემწეობით, უამრავ ადამიანს მიემადლათ შვილი.

ღვთისმშობელი ყველას მეოხი და შემწეა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ რწმენით არ მივუდგებით, მადლს ვერ მივიღებთ.

19.05.2024 10:34 |  | დაამატა: likapkhakadze  | მოინახულეს: 1831-ჯერ

 

კომენტარები ↓