†მართლმადიდებლური საიტი† - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ჰელოუინის შესახებ
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ჰელოუინის შესახებ


როდესაც ადამიანი რაიმეს აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა აკეთებდეს ყოველივეს იმ მიზნიდან გამომდინარე, რა მიზნისკენაც მიისწრაფის. ყოველ შემთხვევაში ადამიანი კითხვას უნდა სვავდეს, რატომ ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ, რა არის ამ მოქმედების მოტივაცია, მიზეზი, მიზანი. თუ ადამიანი ამ კითხვებს არ სვავს, მაშინ ადამიანის ქცევები იქნება სპონტანური და არაფრით განსხვავებული პირუტყვისაგან.მოტივაცია, მიზანი და მიზეზი ყოველი ქმედების წინ, ყოველი საქციელის წინ არის აუცილებლად გასარკვევი. თუ არადა, ადამიანი ემსგავსება პირუტყვს იმიტომ, რომ სპონტანურად მოქმედებს. შეიძლება მეტნაკლებად მოგვსვლია ყველას, რომ რაღაცა გაგვიკეთებია და არ გვიფიქრია რატომ ვაკეთებ. მით უმეტეს, ახალგაზრდა ადამიანს ეს ემართება და ცხოვრებისეული გამოცდილება მერე გვასწავლის რომ ესე არ მოვიქცეთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ მოტივაციისა და მიზეზის გარეშე, ძალიან ბევრჯერ ესეთი საქციელი ან წინ დაგვხვდება, ან ცხვირს წავიტეხავ. ეს ესე ხდება

საქმეში და სიტყვაში ადამიანი მძიმე უნდა იყოს როგორც იაკობ მოციქულიც გვასწავლის. სიკეთის ქმნაში სწრაფი უნდა იყოს, ხოლო საქმეში და სიტყვაში მძიმე, ანუ დაფიქრდეს; თვით მოწყალების გაცემის დროსაც კი, რომელიც საქმედ ითვლება, მძიმე უნდა იყოს. აი მაგალითად მოციქულთა სწავლებაში, რომელიც ::დიდაქტედ:: იწოდება, პირდაპირ ესეთი სიტყვებია, რომ სანამ მოწყალებას გასცმდე, მოწყალებამ შენს ხელში ოფლი ნახოსო, ანუ დააყოვნე სანამ სიკეთეს ჩადიხარ, სანამ მოწყალებას გასცემდე, იმიტომ რომ ესეც საქმეა და კვლავ მოციქულთა სიტყვები - საქმე უნდა მძიმედ კეთდებოდეს, დაფიქრებით და ყურადღებით

როცა საუბრობენ ვთქვათ ამათუიმ ქმედებაზე და მათ შორის აგერ ჰელოუინის დღესასწაულზე, მე მეეჭვება, რომ მასიურად იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც მასშიმ ონაწილეობას იღებენ, სწორედ ამგვარი წინდახედულობით მოქმედებენ, ან მოტივაციას უძებნიდნენ თავიანთ თავს, ან მიზანს. ალბათ, მათ იზიდავთ, ის გარეგნული მხარე კარნავალს რომ ჰგავს და ფიქრობენ, რომ ეს არის გართობის საუკეთესო საშუალება, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ, ის, კარნავას უწოდებენ ვთქვათ, ხომ? მე არ ვიცი იქ რა ფორმას იღებს ეს მათი დღესასწაული, მაგრამ, მარტო იმ გოგრის დანახვაც კი საკმარისია, რომ უკვე მიხვდე, რომ რაღაც არაჯანსაღი შინაგანი მდგომარეობაა ამ ყოველივესი, იმიტომ რომ, ფორმები თავისთავად არ არსებობენ, ფორმა სულიერებიდან გამომდინარეა. სული ქმნის ფორმას, და ფორმა მოქმედებს სულზე. და როდესაც არაჯანსაღი, სულისათვის არასასიამოვნო, უფრო დემონური იერი აქვს ამ ყოველივეს, ამ კარნავალს, თავისთავად ცხადია, რომ უნდა აფიქრებდეს ეს ადამიანს, თუ რაშია საქმე. საერთოდ უცნაური ფენომენი არის ეს, როდესაც წარმართები ამას სჩადიოდნენ, ძალიან საშინელ ფორმებს იღებდა ეს ყოველივე, იგივე აღმოსავლურ რელიგიებში, იგივე ინდუიზმში, მათი კერპები, ღვთაებები - ძალიან არასასიამოვნო არის სანახავად თითოეული ეს კერპი და ეს კულტი და ვერც კი გავკადნიერდები და შევადარებ - ვთქვათ, რომელიმე წმინდანის, ან თუნდაც მაცხოვრის ხატს, ეს აბსოლიტურად გამორიცხულია. ამიტომ, როდესაც წარმართებია აკეთებდნენ ამას, ბუნებრივია, იმიტომ, რომ წარმართული მსახურება თავისი არსით, თუნდაც იქ ყოფილიყო სადღაც ჭეშმარიტების ძიების სურვილი, ძირითადად იყო - მაგიური, ოკულტური რიტუალები, შამანიზმი. ეს ყოველივე პირდაპირ ეშმაკთან მსახურება არის, დემონთან მსახურება არი და აქედან გამომდინარე ის შინაგანი მდგომარეობა ასეთ ფორმებს ბადებდა. თუნდაც არასწორი რელიგიური მსახურებანი ასეთ საშინელ ფორმებს არ იღებს, იმიტომ, რომ რელიგია იმით განსხვავდება შამანიზმისაგან, ოკულტიზმისაგან, მაგიური რიტუალისაგან, რომ რელიგიაში მეტნაკლებად, თუნდაც არასწორედ, მაგრამ რაღაც იდეალებია შექმნილი და ის რელიგია გავალდებულებს, რომ ამ იდეალისაკენ, რომელიც ცოტათი შენზე აღმატებულია, მისკენ ისწრაფო. ხოლო ასეთ მიმდინარეობებში, როგორიც მაგიაა და შამანიზმი ხო, იქ კიდევ სხვა რამეა, იქ არის მიღმიერ სამყაროს სულებთან ურთიერთობა, რომელსაც შენ იყენებ იმისათვის, რომ გარკვეულ შენს მიზნებს მიაწიო. იქ არ იგულისხმება ზნეობრივი სრულყოფილება, ის სულები შენგან არ ითხოვენ ამ ზნეობრივ სრულყოფილებას, ისინი თითქოსდა შენ გემსახურებიან, შენ თუ გარკვეულ რაღაც მოქმედებებს ჩაატარებ და შეასრულებ. ამიტომ აშკარად დემონური მსახურებაა და კიდევ ვიმეორებ - ის გარეგნული ფორმა, ის მასკარადი არის თავისი ფორმით დემონური და სატანური. როცა წარმართბს, რომლებსაც არ ჰქონდათ ჭეშმარიტების შესახებ ცოდნა და არც მაინცდამაინც ძიების სურვილი და ფაქტიურად კმაყოფილდებოდნენ ამ შამანიზმით და მაგიით, როცა მათ ჰქონდათ ეს გარეგნული მხარე რიტუალური და ეს მასკარადი, ეს გასაგებია, იმიტომ, რომ მათი შინაგანი სამყარო ასეთი იყო. ხოლო ქრისტიანულ გარემოში, იგივე საქართველოში, დღევანდელ დღეს მითუმეტეს საქართველოში ამდენი ტაძარია, ამდენი ულამაზესი მსახურებაა ღვთისა, ამგვარი ზნეობრივი სიმაღლეა, რომელსაც ქრისტიანობა გვთავაზობს ხო, ის ტრადიცია, რომელიც მეტნაკლებად საქართველოში გამჯდარია, ის კულტურა, რომელზეც ჩვენ აღვიზარდეთ; და ამის ფოონზე როცა ადამიანს აქვს სურვილი ასეთი სიმახინჯე ჩამოიცვას თავზე და ასეთი სიმახინჯით იტაშფანდუროს, - მე კითხვა მიჩნდება რომ, სად არის ამათი სულიერი მდგომარეობა, სად არის ამათი ხედვა. ისინი ხომ აშკარად შემცდარები არიან, და თუ ახალგაზრდები შემცდარები არიან, ის ადამიანები, რომლებიც ამის ორგანიზატორები არიან, რომლებიც ზრდასრულები არიან, რომლებიც შეიძლება გამოსულები არიან ამ გარდატეხის ასაკიდან, ისინიც შემცდარები არიან? მათ მოსწონთ ეს? მათ ესთეტიკაში ჯდება ეს? მე კითხვები მიჩნდება, თუმცა მე ამაზე პასუხი მაქვს ჩემთვის, რომელსაც ეხლა შეიძლება არ ვახმოვანებ, მაგრამ კითხვა ჩნდება და ამ კითხვას უპასუხოდ ვტოვებ: - მათთვის ეს უნებლიე ქმედებაა, რომელიც არ არის გაცნობიერებული, თუ წინასწარ განზრახული ქმედება გარკვეული მიზმისათვის?

ასე რომ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაიხედონ საკუთარ თავში და დაუსვან საკუთარ თავს კითხვა, რატომ ვაკეთებ, რატომ მივდევ, რატომ მიღებ ამ ფორმას, მოტივაცია რა არის. ხოლო თუ ვიღაცა იტყვის, რა შუაშია ის წარმართობა, ის დემონური ქმედება, შეიძლება რაღაც ადრე იყო, მაგრამ მე ეხლა ვთამაშობ, ვსიცილ-ვკისკისებ და ასე შემდეგ, და ეს ჩემთვის გართობაა. უნდა ვიცოდეთ, რომ იქ სადაც ეშმაკი ხელმოცარული ხდება, როცა ის სერიოზულად უდგება რაღაც მოვლენებს, იგივე ეშმაკი, იგივე ადამიანებთან გამარჯვებას აღწევს სიცილ კისკისით და ტაშ-ფანდურით, იმიტომ, რომ როცა ადამიანი გაუაზრებლად, არასერიოზულად ხუმრობს, და აი ამგვარად აჟიტირებულ მდგომარეობაში იმყოფება, მისი შინაგანი სამყარო, კონტროლიდან გამოსულია, კონტროლს აღას ექვემდებარება და აქედან გამომდინარე მასში აღწევს ის ბოროტი, რომელიც ნელ-ნელა იმონებს და ეს ვლინდება იმაში, რომ მას ეკარგება სწორი ორიენტირები და სწორი ფასეულობები აღარ აქვს სამყაროს შეფასებისა. ზნეობას და უზნეობას შორის ის სწორ არჩევანს ვეღარ აკეთებს და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მის სულში უკვეშეპარულია ბოროტი, ნაპრალი ნახა, სადაც შედის და შედის, და იქიდან გამოსვლა ბოროტისა უკვე ძალიან ძნელდება და ძალიან რთულდება. ეს მივა იქამდე, ისე დაუზიანდება ადამიანს ბუნება, რომ ის მერე უკვე პიროვნულად გააკეთებს არასწორ არჩევანს, ანუ მსხვერპლი კი აღარ იქნება, რომელიც სხვამ აცდუნა, არამედ იქნება ამ თავისი მდგომარეობის თავისუფალი ამრჩევი, ანუ პიროვნულ არჩევამს გააკეთებს იმ დაზიანებული ბუნების მერე. და შემდეგ როცა წარსდგება ასეთი ადამიანი ღვთის წინაშე, ვერავისკენ გაიშვერს თითს და ვერ იტყვის, რომ - ::რა ვქნა, იმან მაცდუნა, ან რა ვქნა არ ვიცოდი::, იმიტომ, რომ ის უკვე მისი პირადი არჩევანი იქნება. ხოლო მერე უკვე, როცა პირადი არჩევანი გახდება, მერე უკვე ის ეცდება სხვას გააკეთებინოს ეს არჩევანი და რადგან ადამიანი პირდაპირ დემონს და ეშმაკს და ღმერთის ღალატს არ იღებს, აი ასე, ტაშ-ფანდურის, მასკარადის გზით, როგორმე მის ბუნებაში შეაღწიოს ამ უზნეო ფორმებმა, რომლის საშუალებითაც ის უზნეო ფორმა შევა, ნელნელა იწყება შინაგანი რღვევა, ადამიანის ბუნება დაპყრობილი აღმოჩნდება ამ ბოროტებით, და შემდეგ ის ადამიანი, კვლავ, როგორც სხვა წინამორბედი ასევე გააკეთებს პიროვნულ არჩევანს, რომ მე ეს მინდა და არა ღვთაებრივი

ასე რომ, ღმერთმა დაგვიფაროს რომ მთელი საქართველო მოიცვას ამ უზნეობამ. დღეს საქართველოში სწორედ დიდი ბრძოლაა უზნეობისა ზნეობის წინააღმდეგ, სიკეთისა - ბოროტების წინააღმდეგ, უღმერთობისა ღმერთის წინააღმდეგ, და ეს ერთ-ერთ ფორმად მოიაზრება. თუ ვინმეს შეუძლია დამისაბუთოს, რომ ეს ესე არ არის, მე მზად ვარ და მოვუსმენ, მაგრამ შეუძლებელია ვიღაცამ დაასაბუთოს, რომ სიმახინჯეზე კეთილ შინაარსს შეიცავს, სიმახინჯე თავისი არსით ყოველთვის ბოროტია, იმიტომ რომ ღვთაებრივი და სწორი და სამართლიანი ყოველთვის მშვენიერია. ეს სხვათაშორის მარტო ქრისტიანებმა კი არა, წარმართებმაც კი იცოდნენ, ძველმა ჩინელებმაც კი იცოდნენ, რომ ის რაც სწორია და მართებულია, ის აუცილებლად მშვენიარია და ლამაზია, აი ასე, ღმერთმა დაგვიცვას და დაგვიფაროს და ღმერთმა მისცეს ძალა ჩვენს ახალგახრდებს, რომ სწორი არჩევანი გაეკეთებინოთ, ხოლო ისინი, ვინც ამის ორგანიზებას აკეთებენ, იმათ, როგორც მღვდელი უკვე, ცოტა მკაცრად ვეტყვი და ვურჩევ: - ნუ მიჰყიდიან სულს ეშმაკს და იფიქრონ საკუთარ სულზე და საკუთარი შვილების სულებზე. ისინი, რომლებიც რყვნიან სხვის შვილებს, ნუ ფიქრობენ, რომ მათი საკუთარი შვილები გადაურჩებიან აი ამ უბედურებას, რომლის გავრცელებაც საქათველოში ამ, თუ სხვა საშუალებებით უნდათ.
ღმერთი შეგვეწიოს, ამინ!

19.05.2024 09:22 |  | დაამატა: nikoloz  | მოინახულეს: 1152-ჯერ

 

კომენტარები ↓