†მართლმადიდებლური საიტი† - არის სამოთხე და ჯოჯოხეთი!?
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


არის სამოთხე და ჯოჯოხეთი!?


არის სამოთხე და ჯოჯოხეთი!

მეგობარ გოგონებს, ნ-სა და ვ-ს გადაწყვეტილი ჰქონდათ მონასტერში გამგზავრება. ღამეს ერთ-ერთ მათგანთან ათევდნენ სახლში, რათა დილაადრიან გასდგომოდნენ გზას. ძილის წინ წაიკითხეს საუფლო ლოცვა - „მამაო ჩვენო" და დაწვნენ.

ნ-მ გულში სთხოვა ღმერთს, რათა ძილში მას განცხადებოდა, არსებობს თუ არა სამოთხე და ჯოჯოხეთი იმქვეყნიურ ცხოვრებაში.

მაგრამ მას არაფერი დასიზმრებია.

უეცრად, გაღვიძებულს, ესმის მეგობარი გოგონას ხმა:

- შენ რამე გესიზმრა წუხელ?

- არაფერი - უპასუხა ნ-მ.

- მე კი საოცარი სიზმარი ვნახე: ძილში ანგელოზი თუ წმინდა მამა გამომეცხადა და მაუწყა: - გადაეცი ნ-ს, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი.

ასე აღუსრულა ღმერთმა თხოვნა ნ-ს, მაგრამ იმავე დროს საბაბიც არ მისცა ზედმეტი სიამაყისათვის.

(ანა ვინოგრადოვას ჩანაწერი)

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში", კრებული I, თბილისი, 1996 წ.

19.05.2024 08:41 |  | დაამატა: admini  | მოინახულეს: 1379-ჯერ

 

კომენტარები ↓