†მართლმადიდებლური საიტი† - ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ 7
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ 7


წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო ვარაქიელ! საყდრისა მის საშინელისა წინაშე მიუდრეკელად დგომად ღირს-ქმნილო, მხედველო ღმრთისაო და ცისკრითა წმიდისა სამებისაჲთა შუებულო, მიფენითა მადლისა შენისაჲთა განმწმიდე და განმანათლე და ძღუნად მიმიპყარ ზეცათა მეუფესა.

ჵ, უნივთოჲსა გუნდისა ანგელოსთ-მთავარო ვარაქიელ! საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა განბრწყინვებულო და წინაშე სამებისა მდგომარეო, მიეახლები რაჲ გამოუთქუმელსა დიდებასა მისსა, სიყუარულითა მარადის უგალობ მას, აწ ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხორებაჲ ითხოვე ჩუენთჳს, რაჲთა სათნო ვეყვნეთ მეუფესა ძალთასა და უგალობდეთ სახიერებასა მისსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

06.05.2024 10:01 |  | დაამატა: nikoloz  | მოინახულეს: 1455-ჯერ

 

კომენტარები ↓