†მართლმადიდებლური საიტი† - ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ 6
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ 6


წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო იეგუდიელ! ქრისტჱს გზასა ზედა შედგომილთათჳს მარადის მსწრაფლშემწეო, შეიწრებითთა განსაცდელთა მიერ შეპყრობილნი შენდამი, ვითარცა შუა-მდგომელისა მიმართ მოჳვლტით და სალმობიერითა გულითა გევედრებით: მარადღე თანამავალ გუექმენ და მრავალთა მათგან საფრჴეთა მტერისაჲთა გჳჴსენ სასოებითა მოქენენი შენნი.

ჵ, ზეცისა უსხეულოთა წინამძღუარო და განწყობილთა ზეცისაჲთა დიდო მთავარო იეგუდიელ! თჳთ-მხილველო საღმრთოჲსა დიდებისაო, ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისა, ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან განმათავისუფლე და აღმავსე მე სიყუარულითა საღმრთოჲთა, რაჲთა განწმედილითა გულითა, მძრწოლვარითა გონებითა და სულითა შემუსრვილითა ვადიდებდე ერთსა არსებასა დაუსაბამოჲსა ღმრთეებისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

06.05.2024 03:07 |  | დაამატა: nikoloz  | მოინახულეს: 1215-ჯერ

 

კომენტარები ↓