†მართლმადიდებლური საიტი† - ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ 5
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ 5


წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო სელაფიელ! რომელმან მადლი კურნებათაჲ მიიხუენ და მიფენ ჭირვეულთა სიმრთელესა, აწ დაჴსნენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი, და ჴორცთა სალმობანი უკურნებელნი მჴურვალედ ვედრებითა შენითა.

ჵ, ანგელოზთ-მთავარო უჴორცოთა გუნდთაო სელაფიელ! მადლითა ელვარებისა ღმრთეებისაჲთა განათლებული მოიწევი რაჲ კიდეთა ქუეყანისაჲთა, მორწმუნეთა ერსა მიჰმადლებ წყალობათა ღმრთისათა და გარე შეზღუდავ მათ, აწ ევედრე სახიერებასა მისსა, რაჲთა მიჴსნეს მე ცოდვილი ყოვლისაგან მწუხარებისა, ურვისა, სნეულებისა და ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დამიმკჳდროს სასუფეველი ცათაჲ ყოველთა წმიდათა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

06.05.2024 04:47 |  | დაამატა: nikoloz  | მოინახულეს: 1247-ჯერ

 

კომენტარები ↓