†მართლმადიდებლური საიტი† - ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ 4
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ 4


წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო ურიელ! მსგავსად მზისა განბრწყინდა ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი, აწ განჰკურნე გულისა ჩემისა უკურნებელნი წყლულებანი და ჴორცთა ჩემთა მრავალფერნი სნეულებანი, წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინე და გუასწავე გზაჲ უცთომელი, ზეცად აღმყუანებელი.

ჵ, დიდო მთავარო ანგელოზთა ძალთაო ურიელ! ვითარცა ხარ შენ ნათელი ღმრეებრივისა ცეცხლისაჲ და განმანათლებელი ცოდვილთაჲ, ეგრეთვე აწ გონებაჲ ჩემი ცთომილი ეშმაკთა სიბოროტითა, განამტკიცე უვნებელობითა და გულის სიტყუაჲ ჩემი განანათლე შუამდგომლობითა ძალთა შენთაჲთა, დამაყენე მე გზასა ზედა სინანულისასა და შემეწიე ყოვლითა ძჳრითა საქმითა და სიტყვითა შეგინებულითა აღსავსესა, რაჲთა შემინდვნეს ბრალნი ქრისტემან ღმერთმან და განწმედილნი ჴორცითა მარხვისა მიერ და განბრწყინვებულნი სულითა ლოცვისა მიერ ღირს-მყუნეს უოხჭნოთა კეთილთა და დაუღამებელსა ბრწყინვალებასა ზეცათა შინა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

06.05.2024 03:31 |  | დაამატა: nikoloz  | მოინახულეს: 1271-ჯერ

 

კომენტარები ↓