†მართლმადიდებლური საიტი† - +++
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


+++


უფალო, არა ვუწყი, რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი, რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი, რა არს ჩემდა სახმარ, გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.

მამაო! მეც მონასა შენსა - რაიცა არღარა მე ვუწყი, რაი ვითხოვო, არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემასა. მხოლოდღა წარდგომილ ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებას ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ.

ხედვიდე და იქმოდე ჩემთან მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.

თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ, მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა, აღვასრულო ნება შენი.

მასწავე მე ლოცვაი - თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა.

ამინ”.

(მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი)

06.05.2024 05:37 |  | დაამატა: likapkhakadze  | მოინახულეს: 1796-ჯერ

 

კომენტარები ↓