†მართლმადიდებლური საიტი† - ზოგჯერ შემშურდება ბუნებისაც
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ზოგჯერ შემშურდება ბუნებისაც


მთა ცას გამოება იალბუზად,
თითქოს ეჟვნებით მზეს აკავებსო,
აგერ, ამეტყველდა მდუმარებაც,
ცა მთის ფერდობებთან მუსაიფობს.

სათქმელს ხან ჩამოთოვს, ხან ჩამოწვიმს,
რაღაც სევდის ფერი ხიბლი სჭირსო,
ზოგჯერ შემშურდება ბუნებისა,
მისგან ლამაზ-თქმული სიტყვებისო.


ამირან მიაჯაჭვეს კავკასიონს,
მთა ჰყვება გმირთა გმირ ლეგენდებსო,
რაღაც უცნაურად ცა შეიძრა,
ჰყრის დედის ცრემლივით თბილ წვიმის წვეთსო.

ღმერთო, სიცოცხლე მსურს მხოლოდ მისთვის,
დავტკბე შენ ნახელავ ქმნილებითო,
ღმერთო, სიკვდილი მსურს მხოლოდ მისთვის,
მკვდარს გულზე მეფინოს მთის საძირკვლო.

ციცი სულაშვილი

26.04.2024 15:48 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1348-ჯერ

 

კომენტარები ↓