†მართლმადიდებლური საიტი† - თუ ხვალინდელი მის ამოსვლა ჩემთვის დაღამდა...
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


თუ ხვალინდელი მის ამოსვლა ჩემთვის დაღამდა...


მე რომ მოვკვდები ალბათ ყველას დაგავიწყდებით,
თან წამიღებენ დროის თეთრი ფერის ნისლები.
გარდავიცვლები ძალიან შორს, ჩრდილი ვიქნები,
მკვდარი მე მხოლოდ მესაფლავეს გავახსენდები.

ვიცი ცხოვრება ასეთია, განა რას შევცვლი,
მიბორგავს სული, ნაღვლიანი წარუვალობით,
თითქოსდა ცოცხალს გიღიმიან შენიღბულები,
მიწის იქით კი აღარავის არ აგონდები.

არ ვიცი იქნებ მეტის მეტი მაწამებს ფიქრი,
იქნებ შიში მდევს აღარ ყოფნის, აღარ არსობის,
თუ ხვალინდელი მზის ამოსვლა ჩემთვის ღამდება
ნუ გამიმეტებთ მარადიულ შებინდებისთვის.

ციცი სულაშვილი

25.04.2018 20:59 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1281-ჯერ

 

კომენტარები ↓