†მართლმადიდებლური საიტი† - წუთისოფელი
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


წუთისოფელი


ამაო წუთისოფელი

მინდა, რო ლექსი ამოვთქვა
სოფელს გაუდგე განზედა,
მინდა, რო ღვინო დავლიო
წითელი უფრო ლალზედა,
მინდა დავუკრა ფანდური
გაულაწუნო ლარზედა,
მინდა დავჯდე და ვიტირო
ჩემ ცოდვაზედა, ბრალზედა.
წუთისოფელის მდინარევ,
რად მიმაქანებ ხრამზედა,
გინდა უფსკრულში ჩამჩეხო
გადამამტვრიო ქვაზედა,
გამხვიო ცოდვის მორევში,
მატარო შენსავ ჭკვაზედა.
ვერ მოესწრები ამაო,
გულზე რო გასკდე, ჯავრზედა,
დიდი წინასწარმეტყველი
ილია, მადგა თავზედა,
დამფარავს წმინდა გიორგი
მოვეფარები ფარზედა,
ვესავ მღვდელმთავარ ნიკოლოზს
დალოცვა კურთხევაზედა,
დედაო ნინო, მიოხე,
ღვთის მოსაობის გზაზედა,
წმინდა ილია მართალო
გამიყოლიე კვალზედა,
ყოვლად უბიწო ქალწულო,
ქრისტეს მიმგვარე კარზედა,
იზრუმებს მწყემსი კეთილი
თავის დაკარგულ კრავზედა,
მას უძლევია სოფელი
თვითონვე გვითხრა მასზედა,
შენ, დაგვაყენე უფალო,
შენით მარჯვენა მხარზედა!
                   
             
ავტორი: ილია ჯანიაშვილი

19.05.2024 01:42 |  | დაამატა: dacvadacva  | მოინახულეს: 1267-ჯერ

 

კომენტარები ↓