†მართლმადიდებლური საიტი† - "ლექსს გაუმარჯოს" თამარ ბროლაძე
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


"ლექსს გაუმარჯოს" თამარ ბროლაძე




   ლექსს გაუმარჯოს 
ლექსს გაუმარჯოს
გრძნობების თოვას,
და სიყვარულის
სიტყვებით ქსოვას.
    ლექსს გაუმარჯოს
    მეფეს ტკივილის
    მეფეს სიგიჟის
    მეფეს ღიმილის. 
ლექსს გაუმარჯოს
დაწერილს გრძნობით,
შუაღამისას
ხელების თრთოლვით.
    ლექსს გაუმარჯოს
    ურითმოს სადას,
    გრძნობას რომ ამხელს
    ჭეშმარიტს, მართალს.
ლექსს გაუმარჯოს
გრძნობებით სავსეს.
გულს რომ გაგიღებს,
დარდს რო გიქარვებს.
    ლექსს გაუმარჯოს
    რომ გაგვანათლებს,
    შეპყრობილს წერით
    რომ დაგაღამებს.
ლექს გაუმარჯოს
სინათლით სავსეს
რომ დაგანახვებს
სამოთხის კარებს.
    ლექსს გაუმარჯოს
    და ლექსის ავტორს
    მისი რითმები
    ზოგჯერ რომ ათბობს
ლექსს გაუმარჯოს
გრძნობების თოვას,
და სიყვარულის
სიტყვებით ქსოვას......

19.05.2024 08:07 |  | დაამატა: admini  | მოინახულეს: 1422-ჯერ

 

კომენტარები ↓