†მართლმადიდებლური საიტი† - სამშობლოვ - ავტორი ციცი სულაშვილი
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


სამშობლოვ - ავტორი ციცი სულაშვილი


სამშობლოვ 
ავტორი ციცი სულაშვილი
 


მერე რა თუკი ქალად მშვა ღმერთმა,
განა სამშობლოვ ვერ გასახელებ,
წელზე მოვიკრავ ალესილ ხმალს და
მტრის სისხლს წვეთებად გულზე დაგიბნევ.


შენს მიწას ვფიცავ, შენს მთებს და ზეცას,
რომ ჩემ სიცოცხლეს სანთლად დაგინთებ,
მე ღვთის წყალობამ ქართველად მშობა,
საქართველოა ჩემი სამოთხე!


აგუგუნდება მთაში არაგვი,
ძარღვში წინაპრის გმირი სისხლი სჩქეფს,
მერე რა თუკი ქალად მშვა ღმერთმა,
სამშობლოვ ზურგში მახვილს არ ვიკვეთ!!!


ფარად გედგები ცოცხალი ყველგან,
თუ მოვკვდე ღმერთთან ლოცვად წაგიღებ,
მე შორს არასდროს ვიქნები შენგან
მე ხომ სიცოცხლე შენით დავიწყე.

ნიკოფსიიდან ღმერთი გწერს პირჯვარს
დარუბანდამდე ლოცვით მიგიკვლევს,
ნაქართველარი აროდეს გერქვას,
უთქვამს მარიამ-დედაღვთისმშობელს.

ციცი სულაშვილი

25.04.2024 00:37 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1273-ჯერ

 

კომენტარები ↓