†მართლმადიდებლური საიტი† - როცა მე წავალ
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


როცა მე წავალ


ავტორი: ციცი სულაშვილი 
როცა მე წავალ

როცა მე წავალ, ნუ მაცილებთ მოთქმა-გოდებით,
მომავალ გზაზე ნუ დამათქეშთ ტკივილს ცრემლებით,
იქით წავიღებ მიტკალ-მიტკალ ნაგროვებ წარსულს,
სიკვდილ შენაყარს დამაღვენთეთ სანთლის წვეთები.

ალბათ ჩემს ნამყოფს დაგიფარავთ ცივი ნაღველი,
მოგონებებში ხანაც თბილად მოგელანდებით,
მონატრების ზარს ჩამორეკავს ზოგჯერ წარსული,
გაგახსენდებით წამით ალბათ შორით წასული.

ნუ გამიხსენებთ ისე, თითქოს მორჩა სიცოცხლე,
ნუ დაიტირებთ იმას, რაც მე უკვე ვიცოცხლე,
სიხარულით მაქვს გადავლილი წუთად წამები,
ნასიხარულევს ნუ მიხსენებთ ტანჯვა-წამებით.

მადლს დავეძებდი უფლის მიერ დაბადებული,
მაგრამ უგუნურს, ცოდვამ უფრო მეტად მიჭარბა,
„-რაა სიცოცხლე?"- უცებ გულში რაღაც მკითხავდა,
„-დროის გარდასვლა!"-და მადლის ქმნა მიმიზიდავდა.

დროის გარდასვლა წვეთ-წვეთებად გადავითვალე,
ღვთის გზიდან ბევრჯერ ცოდვისაკენ გადავიხარე,
ცოცხალს რაღაცა ავმკარგობდა მიწიერ გზაზე,
ბოლო დადგა და მეც სიცოცხლე გარდავიცვალე.

არ მსურს ცრემლები!...ნუ!...ლოცვებში გადამიტანეთ,
თუკი შემცივდა სანთლის ცეცხლით სითბო მიგზავეთ.
მადლი შეკონეთ თაიგულად, გულზე დამადეთ,
ნაკურთხი მიწა საბანივით წამომაფარეთ.

უფლის ტაძარში ჯვარცმის ქვეშით მიწვით სანთლები,
მოიხსენიეთ ღვთის წინაშე ჩემი სახელი.
ცოდვილი ლოცვით მიმაცილეთ უფლის სამსჯავროს,
წარუვალი მაქვს იმ სამსჯავროს ჩემი სასჯელი.

ციცი სულაშვილი

19.04.2024 22:42 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1604-ჯერ

 

კომენტარები ↓