†მართლმადიდებლური საიტი† - რა რიგ ბევრი სთელოთ.....
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


რა რიგ ბევრი სთელოთ.....


რა რიგ ბევრი სთელოთ ტანკებით ორგულებო,
რა რიგ ტყვიამფრქვევი ბევრჯერ აღრიალოთ,
მაინც ვერ ამოჰგლეჯთ ფესვებს ქართველობის,
მაინც ვერ ჩამოშლით მთის ფერდს სატიალოდ!!!

ცოდვით შესდგომიხართ ფუძეს ქართველების,
გსურთ რომ ქართულ სიტყვას სიკვდილი მიუსაჯოთ,
ჩემს მთებს შეჰხიზნიხართ ურჯულნო ძალმომრევით,
ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ითვისებთ, ჰგნიასობთ.

თქვენ რომ დღეს აბიჯებთ იმ მიწას, ტიალნო
უფიქრავად სთელავთ, არც იცით რას ჰკვალობთ.
მაგ მიწის წიაღში სძინავთ ჩვენს დიდ გმირებს,
ცოცხლად აღსდგებიან კვლავ თქვენს საზიანოდ!!!

ქრისტეს რჯულისანი თქვენც ხომ ხართ ორგულნო,
მაშ ქსნის სალოცავებს რად ართმევთ დეკანოზს,
ჩემს მთებს ვერ წაართმევთ ქართულ სულის ფეთქვას,
ქართველს ცხელი ტყვიით ვერ მოჰკლავთ ტიალნო!!!

ჩემი ქსნის ხეობის წმინდა სალოცავნო,
ჩემო საფიცარნო მთანო უფლისანო,
რუსის ნასროლ ტყვიას მკერდით წინ დავხვდები,
თქვენსკენ ნავალი გზა ვერც მტერმა მიშალოს.

ციცი სულაშვილი

16.12.2018 13:22 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1208-ჯერ

 

კომენტარები ↓