†მართლმადიდებლური საიტი† - ყველა ჩემს ახლობელს!!!
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ყველა ჩემს ახლობელს!!!


იცით როდის ვარ მე ბედნიერი?
-როცა თქვენს თვალებს მომზირალს ვხედავ,
როცა გულს სევდით განაწამები,
დარდს დაავიწყებთ ღიმილით ყველგან.

იცით როდის ვარ მე ბედნიერი?
-როცა მონატრულს გიხილავთ ყველას,
როცა თქვენს ახლოს გრძნობით დავთვრები
და სიყვარულით დაგკოცნით ყველას!!!

ბედნიერება მე ღმერთმა მომცა,
თქვენით გავზმომე ჩემი სამყარო,
გული გაგიღეთ, სულშიც აგივსეთ,
მეამაყებით უკიდეგანოდ!

ვიცი არასდროს მე არ ვარ მარტო,
ჩემთან ხართ ყველა, ვსუნთქავ თქვენს გამო,
როგორც დანისლულ მთას ოხშივარი,
ამედევნება ლოცვა თქვენს გამო.

განვლილ დღეების დამდევს ალერსი,
გადაგვივლია სიმღერით წყარო,
რამდენი დაგვრჩა მოსაგონარი,
რამდენი კიდევ მომავალს ამკობს.

ყველას გავედრებთ უფლის დიდ ძალას,
ზეცა ღვთის კალთად გადმოგეფაროთ,
დაგლოცოთ დიდმა წმინდა გიორგიმ
და დედა ღვთისამ გზა გაგიკვალოთ!!!

ციცი სულაშვილი

23.04.2024 18:56 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 2090-ჯერ

 

კომენტარები ↓