†მართლმადიდებლური საიტი† - "მომავალი ჩვენია"
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


"მომავალი ჩვენია"


"მომავალი ჩვენია"
მრავალტანჯულო საქართველო ბევრი გყოლია 
გმირი, ორგული, მუხანათი, თავდადებული,
უხსოვარ დროდან რა ტკივილი აღარ გინახავს
ბევრჯერ ყოფილხარ განწირული, გადადებული.
მაშინდელს აქეთ რაც მიიღე ქრისტეს ნათელი,
აღიღე ჯვარი და აღინთე როგორც სანთელი
ჩაუქრობელო, თვით უფალმა, დედა ღვთისმშობელს,
გვაკურთხა და ჩაგვაბარა ყველა ქართველი.
საქართველო მიენიჭა ყოველთ ქართველთა,
ყოველთა ერთად, განუყოფლად იმერთ, ამერთა,
ზოგმა მოკლა, სხვამ იგლოვა გულმწუხარეთა
და ვათევდით დღეთა შავად, თეთრად ღამეთა.
წყალობა შენი გვეწეოდა ჟამთა მწარეთა
ჰე, დიდებულო ქრისტე ღმერთო, ჩვენ შენს კარებთან,
მოგვიყვანეს შენთა კაცთა ღვთისმ მოყვარეთა.
გამორჩეული კაცი გვიძღვნა ერთხელ უფალმა,
 მისგან შესვა უკვდავება ხალხმა მწყურვალმა, 
მოწყლულ მამულს მკურნალობდა იყო რჩეული 
გააღვიძა მცონარებას ერი ჩვეული.
უპატრონა უფლის ვენახს გამრჯე მუშაკმან,
არ მირულა თვალი ქვეყნის დიდმა გუშაგმან,
ცოცხალმავე მოგვიტევა შეცოდება მან:
"გთხოვდე შეუნდევ, არ იციან ღმერთო რას იქმან!"
უმეტესად განადიდა ის სისხლის ძღვენმა,
დაითმინა სიმართლისთვის მან, ბრძენთა–ბრძენმა,
ჩვენ მოვკალით და უფალმა მართლად შერაცხა,
წიწამურთან საქართველო ისევ დამარცხდა...
დაუსაბამოვ მოწყალება შენი შეგვმოსე,
მოგვანიჭე წინამძღვარი ვითარცა მოსე,
შემოქმედი მოწყალეა, ტკბილზე ტკბილია,
თითქოს მკვდრეთით აღმდგარიყოს დიდი ილია ,
ღმერთო ჩვენზე მოწყალება გაიმეორე
კვლავ ილია მოგვანიჭე, თანაც მეორე,
ქართველებო, გვაქვნდინ გული მაღლა ცისაკენ,
მოგვიწოდებს პატრიარქი: "ერთად ღვთისაკენ!"

18.05.2024 22:38 |  | დაამატა: dacvadacva  | მოინახულეს: 1119-ჯერ

 

კომენტარები ↓