†მართლმადიდებლური საიტი† - ნაქართველარი საქართველო
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ნაქართველარი საქართველო


ავტორი: ციცი სულაშვილი 
ნაქართველარი საქართველო

იმდენს შევძახებ რომ გაიგოს მთელმა ქვეყანამ,
მსურს მოგასმინოთ ეს სიმღერა გულთან ძმობილი,
ჰეი მამულო, დღეს შენს ცაზე ქუხდა ძლიერ და
წვიმად დათქეშილ ჩემს თვალებშიც მქონდა წუხილი.

გლოვობდი ცრემლით ქართველ გმირთა წმინდა საფლავებს,
როგორც დედა შვილს, უნამავდი მიწას გარდაცვლილს,
გულგანგმირულებს, სამშობლოსთის თავგანწირულებს
გულში იკრავდი და მათ სულებს ღმერთს ულოცავდი.

და ეს რამდენი მოგკვდომია სამშობლოვ შვილი,
მათ როცხვს ვინ დასთვლის უსასრულოდ ბევრნი არიან,
შენი მიწა-წყლის სიყვარულში დაღვენთილები
სასუფეველშიც ქართველობით შეუყვანიათ.

მონატრებია არაგვს მთაში სამასი გმირი,
"გასწით წინ გასწით" შეძახილიც ყურს მოკლებია.
ნაქართველარი საქართველო იღვრება ცრემლით,
ჰოი სამშობლოვ, დღეს გმირობა დაგგვიწყებია.

დღეს აღარ არის აღარც ცოტნე აღარც ილია,
არც თამარია ჩვენი მეფე, თუმც კი გვწყურია.
სადღაც ღრმად სძინავს ქართულ სულის ამოფეთქებას,
და ამის გამო საქართველოვ გაგჭირვებია.

დღეს შენი მტერნი დედას შვილით გებრძვიან თურმე,
რა უსამართლო და მწარეა ასე ყოფობა,
მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრო და თანაზიარო,
აღმოცენდება ქვეყნად ისევ გმირთა ეპოქა.

ნაქართველარო საქართველოვ იყავი მხნედ და
ნუ დაეცემი, ფუძეს ძლიერს ვერვინ გამრუდავს,
კვლავ იშვებიან ქართველები ფარით და ხმალით,
შენი სახელი მტერს ორმაგად გულს გამოუხრავს.

ჰეი სამშობლოვ, მიდი, მიდი ივაჟიანე,
ჰეი ქვეყანავ, სააკაძე ხმალით მოვიდა,
ჰე მიდი ჩემო, არაგვს ისევ გაუდის ჩქამი,
ჰე საქართველოვ სიძლიერით ისევ მოგვიხვალ.

იმდენს შევძახებ რომ გაიგოს მთელმა ქვეყანამ,
მსურს მოგასმინოთ ეს სიმღერა გულთან ძმობილი,
ჰეი მამულო დღეს შენს ცაზე ქუხდა ძლიერ და
წვიმად დათქეშილ ჩემს თვალებშიც მქონდა წუხილი.

ციცი სულაშვილი

24.04.2024 13:40 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1418-ჯერ

 

კომენტარები ↓