†მართლმადიდებლური საიტი† - მთაო მუდამ დამტოვე შენთან
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


მთაო მუდამ დამტოვე შენთან


ავტორი: ციცი სულაშვილი
მთაო მუდამ დამტოვე შენთან

დაღამდა სულში ჩამომაწვა სევდის ღრუბელი
ფილტვი დამძიმდა, გაჟღენთილა მძიმე სურნელით,
წამწამებს ჯარად შემდგარიყო ცრემლის მორევი,
სცემდა გულის კარს ჯავრნარევი ფიქრი ცხოვრების.

ათას გზა ვკვლიე, ათასივე იყო წუხილის
ელდანაკრავი შემომეხვა მწუხრის ნისლები
შემაშფოთებდა დაზაფრული სულის ქუხილი
გაბრაზებული არღუნივით სჩქეფდა ტკივილი.

ღამის სიჩუმე აატირა ქარიშხლის ღელვამ,
ქალაქში უკვე ერთგულებას უმზერენ ცერად....
სუსხის ხავერდი მოსდებია აქ ყველა მოკვდავს
რა ძნელი არის ღმერთო ბარად გაუძო შფოთვას...

რად მინდა ვერცხლი თუ ტკივილი იარებს მოხრავს...
თუ მონატრების მომეხვევა დიდი საუფლო
გამახსენდება მწვერვალებზე ღრუბლის მაყრები
განთიადისას მზის სხივებს რომ მთა-ველს არ უთმობს.

ავიკრებ ნაბადს, მივაშურებ, ცხრა მთას გადავქსოვ,
დავეკარგები ბარად მძიმე ტვირთით დამმაშვრულთ.
ბინას დავიდებ ნაბად ნასხამ მთათა საძირკვლოს,
გადვიწერ პირჯვარს, სანთლებს გინთებ ლაშარში ღმერთო.

მთაში სუფთაა სიცოცხლე და ყვავილობს სული,
ქალაქს ვერ ვუძლებ, ატალახდა იქ ცოდვის ხნული,
ფიქრი მომიკლეს, გათელილა რითმების ღელვა
მთის შვილს უცრემლოდ მატირებდა აქ უღმრთოს რწმენა.

მთაო დედა ხარ, თუმც უშვილო შემდგარხარ ზეცას,
მეც შილი მქვია და უდედოდ ვადგავარ გრძელ გზას,
იქნებ ინებოს უფლის ნებამ, მოვიდე შენსას,
დედა-შვილობას მთაო მუდამ დამტოვე შენთან.

ციცი სულაშვილი

26.04.2024 13:24 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1100-ჯერ

 

კომენტარები ↓