†მართლმადიდებლური საიტი† - მარადიული ღმერთია ქვეყნად
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


მარადიული ღმერთია ქვეყნად


როგორ ვჩიოდი, როგორ ვტიროდი,
ყველა კანონის დაცვით ვიბრძოდი.
სასჯელ მისჯილი ვეგდე ყინვაში
და სიმარტოვის ფიქრებს ვგლეჯდი.
არ ვწერ სიკვდილზე,მისმინეთ გესმით?
განა რაარის სიკვდილში ცუდი.
ჩვენ ხო ყველანი მომაკვდავი ვართ
მარადიული ერთია ღმერთი!
თვალებში ჩამხედავ? გკითხავ რას ხედავ
მე ის აღარ ვარ... პასუხსაც ვერ ბედავ.
რასუნდა ელოდო ყველამ გაგრიყა
კანონის დაცვით ბრძოლა არ ღირდა.
როცა იფიქრებ მე გამიხსენე
რატომ ვარჩიე ყვირილს სიჩუმე.
რატომ დავდექი ჩემით სასწორზე,
რატომ ვარჩიე სიკვდილს სიცოცხლე.
ცისარტყელას ხომ შვიდი ფერიაქ
თუმცა ცხოვრებას შავთეთრში ვხედავ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა
მოუხედავად გავყურებ მე გზას.
როგორ ვტიროდი, შველას ვითხოვდი,
ღმერთმა ისმინა ჩემი ვედრება!
სიკვდილს სიცოცხლე მე ვამჯობინე
მარადიული ღმერთია ქვეყნად.

ავტორი: შ.მეძმარიაშვილი 20,01,2012/03:21

19.05.2024 01:42 |  | დაამატა: giorgi_shmago  | მოინახულეს: 974-ჯერ

 

კომენტარები ↓