†მართლმადიდებლური საიტი† - ,,გილოცავ თამარ!"... ავტორი მუხრან აბაშიძე.
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


,,გილოცავ თამარ!"... ავტორი მუხრან აბაშიძე.


გილოცავ თამარ!
თამარ, გაზაფხულს მოჰყავს ფრინველი,
მიჰყავს სიშორე ღრუბელს.
შენი სურვილი არის პირველი,–
სიცოცხლეს მოეხუტე.
შენში სამყარო ცაზე შორია,
ცისარტყელაზე – ფერი.
თამარ, თვალებზე გაზის თოლია,
ლურჯი სინათლის მფენი.
ფერებს უნაცვლებს ფერებს ფერია,
ცხრამმეტჯერ აპობს აპრილს...
ღრუბლებში ხმები ჩუმად მღერიან,
წვიმს, მაგრამ მაინც არ წვიმს.
ეს ყოველივე ისე ვრცელია,
მშვენი და ისე შენი.
ანგელოზები მყისვე სწერიან
მორჩაო სისავსენი.
ცხოვრება თავის წესებით ცხოვრობს,
ცაა ძლიერი.
მთვარე დანათის წუთიერ ორმოს...
ხარ ბედნიერი–
ქალი თუ კაცი, – ისწავლი როცა
ილეთს ბოლოს და მთავარს.
გლოცავდი, გლოცავ და მოგილოცავ
დაბადების დღეს თამარ!
მუხრან აბაშიძე

19.05.2024 10:23 |  | დაამატა: muxranabashidze  | მოინახულეს: 1205-ჯერ

 

კომენტარები ↓