†მართლმადიდებლური საიტი† - ღმერთო შეგავედრებ ჩემს მიწა-წყალს
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ღმერთო შეგავედრებ ჩემს მიწა-წყალს


ღმერთო კვლავ ლოცვებში შეგივრდები
მინდა შეგევედრო გულითამცა,
რომ ჩემი საქართველოს მიწა-წყალი
კვლავ იყოს ერთიანი შენსა ხატად.

ცეცხლში გამოწრთობლ ფოლადივით
ქართული სულის ფეთქვა არ შემწყდარა,
და როგორც ღვთისმშობლის წინ დაღვენთილი
კანდელი, საქართველო არ ჩამქრალა.

ან კი რა ჩააქრობს ბებერ ტაოს
დედას მკერდმოგლეჯილს, კვლავ ზედმდგარსა,
ისევ თორთუმისწყლის ზემო ნაპირს
ოშკის კედლებს მიღმა იმედს ნათლავს.

ისევ მოიგონებს ჩემლიამაჩს,
ძველი ქართულ სოფლის ქართულ ამბავს,
თურქულ ერზერუმად წოდებული
მაინც საქართველოს მიწის აკვანს!

ღმერთო განთიადზე ცას ავხედე,
წვიმდა...თუმც კი ცრემლებს უფრო ჰგავდა,
ალბათ ჩემი დედა-საქართველო
ფიქრით ფერეიდანს მიბორგავდა.

ხანაც გაიხსენებს ცხრა ძმის ხელით
ქართული დროშის ზეცად აღყვანასა,
მათი ცხრა სიცოცხლის ბოლო წვეთი
ქართულ უკვდავებას ჩამოჰგავდა.

ვიცი კავკასიის თეთრი ქედი
მამულო შენ ჭაღარად შეგეპარა,
ჩემო ბევრი ჭირის მოზიარევ,
ჭრილობებს საქართველოვ ცრემლით დაგბან.

ღმერთო ტაძრად შენი ხატების წინ
ლოცვით შეგავედრებ ჩემს მიწა-წყალს,
თამარის, ვაჟას, შოთას ქვეყნის შვილი.
ღმერთო, ქართველობა გულით დამაქვს!!!

უფალო ყოვლისმქმნელო, ყოვლადწმინდავ,
ქართული ზეცა იყოს შენი კალთა,
გთხოვ რომ გოჯი-გოჯად ამთლიანე
თამარის ფეხნადგამი ყოველ ალაგს.

ღმერთო ლოცვად არის აღმართული
თავად საქართველო მთებით მაღლა....
თითქოს სანთლებლად აქვს აყვანილი
მწვერვალს ანაგები წმინდა საყდარ.

ციცი სულაშვილი

19.04.2024 09:45 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 2014-ჯერ

 

კომენტარები ↓