†მართლმადიდებლური საიტი† - ჩემს პაციენტებს!!!
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ჩემს პაციენტებს!!!


ვდგევართ სიცოცხლის სადარაჯოზე,
აქ თითქოს წამი გადგვექცა წლებად,
ხან გამოცდილი მეომრებივით
შავ-ბნელ სიკვდილთან დიდ ბრძოლას ვბედავთ.

საათის წამი აითვლის წუთებს,
სხვისი გულის თქმა საკუთრად გვექცა,
შემოგვანათებთ პაწია თვალებს,
თითქოს შველას გვთხოვთ აქ უხმოდ ყველას.

თქვენს სუთქვას შფოთვით სული აჰყვება,
ხართ უფლისაგან განჩინებულნი,
სამოთხის ჩიტებს გიწოდებთ ყველა,
აქ პაწაწინა გრჩებათ სხეული.

თქვენი სიცოცხლით ვსულდგმულობთ ყველა,
ზეცად გარდასვლა არის ტკივილი,
თქვენი ტირილით სამყარო თბება,
თავად სიკვდილიც კვდება წყეული.

ვდგევართ სიცოცხლის სადარაჯოზე,
აბჯარ ასხმული მეომრებივით,
აქ, ამ დაშრეტილ კედლების მიღმა
უფალი ღმერთი გვყავს ჩვენ მეოხი.

ციცი სულაშვილი

21.11.2018 05:45 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1250-ჯერ

 

კომენტარები ↓