†მართლმადიდებლური საიტი† - ჩემს მოძღვარს, მრევლის სახელით
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ჩემს მოძღვარს, მრევლის სახელით


ჩვენ მრევლი შენი უმწეო ვართ გარეშე შენსა,
შენგან დამოძღვრილთ განგვიქრების სევდა-ნაღველი,
ვითარც გეკუთვნის, ვითარც ღირს ხარ შენ მამა დავით
ო, მოგვიტევე თუ ვერ გითხრათ ისე სათქმელი.
ქადაგ-გალობა უაღრესად რომ გაქვს ღვთიური
ამას თვით მრევლიც ეკლესიის დამიდასტურებს.
ღვთით განბრძნობილმა განაპოხე გონება ჩვენი
და უფლის ნებით სულსა ჩვენსა მადლი აპკურე.
როგორც ფრინველნი თავის ბუდეს მისთვის ჰპოვებენ
რათა მართვენი დაჩეკონ და დააფრთიანონ,
ჩვენც ცოდვილები ვეშურებით უფლის წმიდა სახლს,
რომ სული ჩვენი უფლის სისხლს და ხორცს ვაზიაროთ.
განმზადებულ არს ღვთის ტაბლაი ერთა თვისთათვის
ნეტარ არიან უფლის სახლსა დამკვიდრებულნი,
ისე ძლიერ ვართ უფლის რწმენით, უფლის იმედით
თავად სატანა შორით გვიცქერს განკვირვებული.
ვნების შვიდეულს კრძალვით, მუხლით მოდრეკილები
კვლავ მერამდენჯერ გავიხსენებთ ჯვარცმას უფლისას,
მან უცოდველმა კრავმა თავი თვისი გასწირა
საცხოვნებელად ჩვენთა უღირსთა...
ასე ნელ-ნელა დავიზრდებით შენი მართვენი
ღვთის შემწეობით ჯვარით ხელში კვლავ გვმოძღვრავ სამწყმსოს,
მრავალ აღდგომას ჩვენო დიდო მასწავლებელო
მრავალ აღდგომას დაესწარით დღესა და აწმყოს.

13.05.2024 08:27 |  | დაამატა: irina-xurcidze  | მოინახულეს: 933-ჯერ

 

კომენტარები ↓