†მართლმადიდებლური საიტი† - ჩემს მოძღვარს, მამა გიორგის! -ავტორი ციცი სულაშვილი
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ჩემს მოძღვარს, მამა გიორგის! -ავტორი ციცი სულაშვილი


ჩემს მოძღვარს, მამა გიორგის! -ავტორი ციცი სულაშვილი

ოდეს უფლისა წყალობად იყო დღე იგი ნათელი,
ქვეყნად მის ქმნილთა ერთობამ შაჰკრა კარგი ზოგ ავქმნილნიც,
ისტორიათა მანძილზე იყო მარად ორთ ჭიდილი,
სიკეთის ქმნას წინ აღუდგა ავ-ბოროტობის ქადილი.


ოდეს ვიდოდეთ ქვეყანას არც არა გვიქმნის ჩვენითა,
ნურც რას ვიბრალვით რომ ვქმენით ჩვენის ძალითა, ნებითა,
უფლის მადლით ვართ თუ ძალგვიძს ვიყოთ მოსურნე კეთილთა,
მას ვღაღადვიდეთ მადლობას რომ არა გვწირავს ცოდვილთა.


დღე დღეს მისდევდა უღირსად, უქმედ და შეუგნებითა,
ცოდვილ ვგონებდი სამყარო იყო ღრეობის ლხენისა,
მე უფალ-დავიწყებული გზას ვიკვალავდი ცოდვისას,
არად ვიჩნევდი, არ ვზომდი ნამდვილ ცხოვრებას რწმენისას.


მე არარაი ვბედავდი, ვარღვევდი მცნებას უფლისას,
თავად კი მაცხოვარ ჩემმა წყალობა იღო ჩემზედა.
არა მისურვა დაღუპვად, არა გამწირა ცოდვისა,
მიკვლია ჭეშმარიტ გზაი ეკლესიის და ლოცვისა.


ეკლესიის დიდ წიაღში უფლის წეს ვძიე ცოდვილმა,
მწყემსი ვიკვლიე შუამდგომ დიად ღმერთს და ჩემ შორისა.
ვპოვე მოძღვარი უდრეკი, ძლიერი სლი შვენისა,
ერთობ ღიმილით მიმიღო, მლოცავს დიდ სიყვარულითა.


სახე აქვს მნათი, სიყვარულს ირგვლივ მყოფთა გვფენს რწმენითა,
მის თვალთა ცქერას ვერ ვუძელ, ჩემს სულს ვგონებ რომ ხედვისა.
დინჯი ხმით მეტყვის სათქმელსა, დამჯერად ვუსმენ გულითა,
უფალს ვავედრებ მადლობას სულიერ მამის პოვნისას.


მამაო, მაცხოვრის მადლმა შენს მხრებს დაასხა წყალობა,
ჩვენთვის შენ იბრძვი ლოცვებით, უფალს ავედრებ ჩვენს თავსა.
გვიხსნი ბოროტის ხელისგან, ხარ მშობელ ჩვენი სულისა,
შენით ვისწავლე მოძღვარო დიდება ჩვენის რწმენისა.


ჩვენო მამაო შენს საქმეთ ვინ მოსთვლის ერთობ ბევრია,
ქვეყნის ავ-კარგში შენ სთესავ დიდ მადლს ხალხისთვის შენისა,
შენის გარჯით და ამაგით ბევრსა იქმ სიყვარულითა.
უფლისგან კურთხეული ხარ, დიდება უფალს შენთვისა.


როგორც ვარსკვლავნი ცის კიდეთ მოსჩანან დიდის შვენითა,
ესრეთ მოძღვარო მე ვხედავ ხარ მნათობ ქრისტეს სჯულისა.
იღწვი, შენს დღეთა მაცხოვარს უძღვნი შენითა საქმითა,
ხარ დიად ადამიანი, მიტომ გვიყვარხარ გულითა.


შენ დაისახე დიდ მიზნად, გვიშენებ ეკლესიებსა,
შენმა მარჯვენამ აგვიგო ტაძრები ქვეყნად ბევრიცა.
ჩვენ სულშიც აგებ დიდ ტაძრებს, გვიტოვებ იქაც დიდ ძღვენსა,
მამაო შენს დიდ რწმენასა უფალი ხედავს ლხენითა.


ჩვენთვის ხარ დიდი საუნჯე, შენ მოგენდობით გულითა,
შენს ნაგებ ტაძრებს ვლოცვიდეთ შენის კურთხევით, ნებითა.
მამაო შენს წინ თავს ვიდრეკთ ცოდვილნი სინანულითა,
შენ მოგვიტევე ყოველნი ნადებნი უგნურებითა.

ჩვენო მოძღვარო ღმერთს შევთხოვ რომ დღეგრძელი გყოს ამქვეყნად,
მოგმადლოს ყოვლივ სიკეთე და იხარვიდე გულითა.
გფარვიდეს წმინდა გიორგი, დედა ღვთისა და სხვა წმინდა,
ანგელოზნიც შენ გფარვიდნენ მათ ფრთეთა ქვეშთა თავისთა.


იყავ მარადდღე ძლიერი სულით ხორცით და რწმენითა,
შენს გვერდით ჩვენ გეგულვიდეთ, არა დაგტოვებთ არც რისთა,
მარადდღე შენს გვერდით ვივლით, თანაც ვილოცებთ შენთვისა,
იხარე ღირსო მამაო უფლის დალოცვილ ძალითა.......

ციცი სულაშვილი

18.04.2024 10:28 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1372-ჯერ

 

კომენტარები ↓