†მართლმადიდებლური საიტი† - აღსარება - ავტორი ციცი სულაშვილი
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


აღსარება - ავტორი ციცი სულაშვილი


აღსარება
ავტორი: ციცი სულაშვილი
(ლექსი)

სხეული ჩემი არის საკანი,
სული ტყვედ ექცა მომაკვდავ სნეულს,
უფალო ისევ ცრემლით ვგოდებდი
ცოდვებით კვლავაც სული ამევსო


ზეცით მაჩვენებ ტაძრისკენ ბილიკს,
მივალ და მოძღვარს ვთხოვ რომ შემინდოს,
მერე მოვყვები ჩემს გულის ტკივილს
რომ ცოდვამ ძლიერ სული დამილპო.


ვდგევარ უფალო შენი ხატის წინ,
მამაომ თავზე ხელი დამადო
მოვა და ისიც ჩურჩულით მეტყვის
ისევ რა სცოდე მითხარი შვილო...


ღმერთო სირცხვილი ჩემი ცოდვების
თვალს დამიბნელებს, ხმას მართმევს თითქოს,
მერე კი რაღაც ძალებს მოვიყრი
კანკალით ვამხელ ჩემს ცოდვებს ღმერთო


მისმენს მამაო, მისმენს და ვიცი
სტკივა ჩემს გამო, ვგრძნობ როგორ იწვის.
სულამდე აღწევს მასში განცდები
რომ მისი შვილი ხშირად გზას ვცდები.


ვიცი მამაო ვიცი რა მელის,
ბოროტ ჩამდენის ვიცი გზა ბნელი,
ვიცი რომ უფლის წმინდა სავანეს
ვერ დავიმკვიდრებ ცოდვათა მქმნელი.


რამდენჯერ ღმერთო ლოცვად არ ვდგები,
რამდენჯერ ტაძრის გზებს მე ავცდები,
ღმერთო ყველაზე დიდი ცოდვები
დავიწყებაა შენი ლოცვების.


არ ვიცი თუკი შემინდობ ღმერთო
დიდხანს არ მისვლას კართან ტაძრების,
როგორ შევხედო მოძღვარს თვალებში
რომ შეპირებულს არ ვუსრულებდი.


მამაო მითხარ ჩემი სასჯელი,
მაწუხებს, მტკივა ცოდვა ამდენი,
ამპარტავნება, შური, სიყალბე,
არ მახსოვრობა კეთილ საქმენის.


მტრის სიყვარულის უსწავლელობა
და შეუნდობლად მყვანან რამდენნი,
სიხარბე, ჯავრი, ბოროტის ქმნანი,
ცოდვა მაქვს ღმერთო კიდევ რამდენი.


მამაო მითხარ შენი სათქმელი,
დამლოცე, შეგთხოვ, ვიცი მიშველის,
მხოლოდ ღვთის ძალა თუ გადამარჩენს,
მოძღვარო, შენი დიდი შეწევნით.


დამწუხრებული პირჯვარს დამსახავს,
მთხოვს დავუტევო ცოდვა ამდენი,
ჩამიკრავს გულში თან მეტყვის მშვიდად,
არ შეგეშინდეს შენთან ვიქნები!!!


ჩვენ ერთად დავძლევთ ეშმაკის რისხვას,
შენს ცოდვებს ერთად გავუმკლავდებით,
შენი სულისთვის დღედაღამ ვწირავ
ლოცვებს მე უფალს, არ დავნებდები.


ამეტირება უფრო ძლიერად,
უფრო შემრცხვება ჩემი საქმენის,
ჩემი სულისთვის ჩემი მშობელი-
ჩემი მოძღვარი ამდენს რომ იღწვის.


მომეცი ღმერთო ძალა არ ცოდვის,
შენს ტაძრის კედელბს შემაზიარე
მოკვდავი ხორცის საკნის მღვიმეში
უკვდავი სული გამიმზიანე.

ციცი სულაშვილი

29.03.2024 00:29 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 1528-ჯერ

 

კომენტარები ↓