†მართლმადიდებლური საიტი† - აღსარება
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


აღსარება


ოჰ! ღმერთო ჩვენო...მამაო ჩვენო უფალო!
ცხოვრების განსაცდელს ვერ გავუძელი, გულწრფელად ვნანობ.
სუსტი აღმოვჩნდი ამ ცხოვრებაში, ვის რა შევჩივლო, ვის რად ვუნდივარ,
ეკლიან გზების ფარხმალ დაყრილი გავლა რთულია.

მარტოობაში იცხოვრო მარად ცოტა რთულია...
მოსაგონარი არ მჩება უკან, გლახაკს ვუდრივარ!
ოჰ! ღმერთო ჩვენო.. მე ვინანიებ ჩემს ყველა ცოდვას
ვერ გავიარე ცხოვრების გზები როგორც შენ გსურდა.

სათხოვარი მაქვს მე ერთადერთი, შენ ხომ ხარ წმინდა!
ისე ნუ მომკლავ, მომგონებელი არ დარჩეს ქვეყნად.
ვერ გავიარე ცხოვრების გზები საით მივდივარ...
ღმერთო მაღალო შეისმინე ეს ლოცვა წმინდა.

ავტორი: შ.მეძმარიაშვილი 01,02,12

18.05.2024 21:33 |  | დაამატა: giorgi_shmago  | მოინახულეს: 1075-ჯერ

 

კომენტარები ↓