†მართლმადიდებლური საიტი† - *** *** ***
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


*** *** ***


....ხან გრძნობ ადამიანი როგორ გეპარება სევდა...მაგრამ არ გინდა დაიჯერო...არ გინდა იფიქრო ცუდზე, გაურბიხარ, მაგრამ სადამდე გაექცევი? შენ ხომ მაინც ტკივილით ცხოვრობ, რომელიც შენში არსებობს მხოლოდ და შენს შიგნით არსებულს კი შეუძლებელია გაექცე სადმე...ხვდები როგორ გბოჭავს ნელნელა ცხოვრების ზიზღი...შენ ხომ ბედნიერებას ეძებდი, აკეთებდი ყველაფერს რომ ლამაზი ღიმილი არ წაგრთმევოდა...თუმცა როგორც ყოველთვის ისევ არ გაგიმართლა, ცხოვრება მწარედ მოგექცა, ბედნიერების ნაცვლად ისევ ტკივილს მიაკვლიე და ისევ არ იცი რატომ...ღიმილს ეძებდი და ისევ ცრემლიანია შენი თვალები...დაიღალე??? ჰო ვიცი რომ ძალიან დაიღალე! ტკვილით, ცრემლით, უსამართლობით დაიღალე...რაც სხვისთვის ახდენილია, ის შენთვის ოცნებად ქცეულა, ვიცი ყველაფერი ვიცი, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის რომ დაგსაჯეს ისიც კარგად ვიცი...თუმცა რა გითხრა? გტკიოდეს იტირე იქნებ ესაა შენი განსასჯელი? რატომ? ჰო ვიცი რომ არაფერი დაგიშავებია, მაგრამ არ ვიცი რატომ...შენს გულში ჩაიხედე, თუ კიდევ შეგარჩინეს გული ამ უსამართლო სამყაროში ეგეც არ ვიცი...ჩაიხედე იქ, დაფლეთილი და დაგლეჯილი ადგილების მიღმა მაინც დაინახავ რაღაც ლამაზს და ეს შენს იმედად გაიხადე უიმედობით სავსე შენს ცხოვრებაში...გაიღიმე თუნდაც სევდიანად...ხანდახან დამჭკნარი ყვავილიც მიმზიდველია არარაობასთან შედარებით...თუნდაც შენს ცრემლიან თვალებს და შენს სევდიან ღიმილს იქნებ ნატრობს კიდეც ვიღაც...ბედნიერება ხომ უკვდავია, თუ ის დაკარგე, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის მოკვდა შენში, ისევ იპოვი მჯერა მე ამის...დამალე ცრემლები და მასთან ტკივილიც, უფალს არავის გაუწურავს ბოლომდე, თუ ადამიანებმა შეგიძულეს და მიგატოვეს ღმერთი შენთანაა და მას უყვარხარ დამიჯერე! გაიღიმე გაიღიმე თუნდაც წამით და თუნდაც სევდიანად,იქნებ ხვალ ღიმილის დროც აღარ გქონდეს და ინანო შემდეგ რომ დაკარგე ეს წამი, სიცოცხლე ხომ ასე ხანმოკლეა...


ციცი სულაშვილი

20.06.2018 00:56 |  | დაამატა: ciciko-1  | მოინახულეს: 788-ჯერ

 

კომენტარები ↓