†მართლმადიდებლური საიტი† - გაფრენა მინდა... ავტორი: ილია ჯანიაშვილი
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


გაფრენა მინდა... ავტორი: ილია ჯანიაშვილი


გაფრენა მინდა...
გადასხლტომა...
არეთა გარე...
რის საზღვარი, რა კედელი დამაგვიანებს,
ვგრძნობ ამ ქვეყნის ვიწროობას და დავიღალე,
ჰა, იფრინე დროვ, იფრინე, გამაფრთიანე!
განმასივრცე!
გადამტყორცნე!
გადამისროლე!
ამამსხვრიე ბორკილები მძიმე, ხორცული,
ცის ეთერში დამაკმიე ვით საკმეველი,
ღვთის დიდების აღმაფრენით გარემოცული!

18.05.2024 22:06 |  | დაამატა: dacvadacva  | მოინახულეს: 1123-ჯერ

 

კომენტარები ↓