†მართლმადიდებლური საიტი† - ველისციხეში მიტოვებულ ქოხზე ჯვარი გამოისახა რომელიც ღამის საათებში ანათებს
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ველისციხეში მიტოვებულ ქოხზე ჯვარი გამოისახა რომელიც ღამის საათებში ანათებს






გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მიტოვებულ ქოხზე ჯვარი გამოისახა,  რომელიც ღამის საათებში ანათებს –  ამის შესახებ რადიო „ჰერეთს"  TV „გურჯაანიდან" აცნობეს. ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე, აღნიშნავს, რომ  ეს ღვთისგან მოვლენილი სასწაულია, რომელიც მრევლს რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანის კიდევ ერთ სოფელში, ჭანდარში ხის შუაგულში ბუნებრივად ამოკვეთილი უცნაური სიმბოლოები აღმოაჩინეს.

29.04.2024 18:05 |  | დაამატა: ლაშარელა  | მოინახულეს: 1594-ჯერ

 

კომენტარები ↓