†მართლმადიდებლური საიტი† - დიდება უფალს!
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


დიდება უფალს!


დიდება უფალს!
რომ ვიცი შენი თვალების სხივით განცდილი გრძნობა,
რომ ცეცხლივით ხარ ამ გულის იქით და როგორ მიყვარს მე შენით დნობა.

დიდება უფალს!
რომ შეგხვდი გზაზე, რომ შევიფარე ფარული ფიცი,
რომ მადლივით ხარ დაუვიწყარი და აწი რა მსურს, უკეთ რომ ვიცი.

დიდება უფალს! 
რომ არც კი გიცნობ, მაგრამ მე შენი სულ მინდა ცქერა,
შენზე ვფიქრობდე, არ დაგივიწყო და რომ მეღირსოს მე 
შენთვის მღერა.

დიდება უფალს! 
რომ მიძგერს გული, შენი მშვენებით რომ სტკბება მთვარე,
რომ მომავლიდან მოხვედი ჩემთვის, რომ საუკუნოს გამიღებ კარებს.

დიდება უფალს! 
რომ მჯერა შენი, ჩემი შვილების და ჩემი სახლის,
რომ თუ მე და შენ ერთად ვიქნებით, შევუერთდებით ფესვებთა ძახილს.

დიდება უფალს! 
დიდება ხატებს, რომ მათი ძალით ჩვენ ვეტრფით ზეცას,
და ღმერთმა მომცეს მე იმის ძალა, შენთვის, სნეული ჯვარზე რომ ვეცვა.

დიდება უფალს!

29.04.2024 16:29 |  | დაამატა: ლაშარელა  | მოინახულეს: 1493-ჯერ

 

კომენტარები ↓