†მართლმადიდებლური საიტი† - ნანა ფერაძე "ვაი რა კარგი საჩინო"
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


ნანა ფერაძე "ვაი რა კარგი საჩინო"


ტექსტი: დავით გურამიშვილი ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო, მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო; მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო! ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

18.05.2024 19:15 |  | დაამატა: admini  | მოინახულეს: 2738-ჯერ

 

კომენტარები ↓