†მართლმადიდებლური საიტი† - "ჩემო პატრიარქო" საგალობელი და ტექსტი
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


"ჩემო პატრიარქო" საგალობელი და ტექსტი





ქართულ საგალობელს მადლი დაეფინა 
სული იბერული სუნთქვას სამზიანოს, 
ზეცით დაფერილი წმიდა თვალები გაქვს, 
სულის სითეთრეში მადლი დაგფრთიანობს. 


სითბოდათოვლილმა ჯვარმა ილიბანა, 
საროდ გესიმრება სული მოსალბუნე, 
ბერთა იბერიას ნატრის მწირი ბანა, 
მირონ გადმოღვივით მცხეთის ხოდაბუნებს. 


ლომისს ეფონება მამის მაისობა, 
ცაი სმარგადოი სულში ჩაიკმიე, 
გული გაგვიწმინდე ტკბილო პატრიარქო, 
დარდით დასეტყვილი, მადლით ჩაგვინისლე. 


ზეცის დედოფალმა შვილად დაგიგულვა, 
იბერთ მამობრივი სული დაგვიმორჩე. 
აღმაშენებელმა შტასი გიდავითნა, 
ქრისტეს ეკლებმა კი შუბლი დაგიკოცნეს. 


ლოცვის სინატიფე ათოვს ღუდუშაურს, 
აჩხოტს სულიწმიდის მადლი აცისკარებს, 
ზეცას ქერუბიმობს რქაი დავითური, 
ქრისტეშობის მადლით გერგეტ გაწმიდანებს. 


ქართულ საგალობელ გუმბათს ეკამარა, 
ვახტანგ მადლსამოსად მცხეთას იპირველებს. 
მამა დაგვილოცეთ, ზეცად იბერიავ, 
თამარ გვირგვინოსან, გვირგვინს გიმზისფერებს. 


ჯვარო უმძიმესო, ჯვარო უტკბესო, 
სოფლის სიშავიდან მადლი ამოძოვე. 
მამა დაგვილოცნეთ, დიდნო წინაპრებო, 
ჯვარო უძლეველო, მამა დაგვილოცე. 


მირკანს მოუსხია კვართის მოსასხამი, 
მცხეთის სიწმინდეში მადლი დაგვფრთიანობს, 
ზეცით დაკვებილი წმიდა თვალები გაქვს, 
ჩემო პატრიარქო, ჩემო პატრიარქო. 


მირკანს მოუსხია კვართის მოსასხამი, 
მცხეთის სიწმინდეში მადლი დაგვფრთიანობს, 
ზეცით დაკვებილი წმიდა თვალები გაქვს, 
ჩემო პატრიარქო, ჩემო პატრიარქო.

19.05.2024 03:56 |  | დაამატა: admini  | მოინახულეს: 12552-ჯერ

 

კომენტარები ↓