[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა » მხოლოდ ჩვენი პირადი შემოქმედება (გავაცნოთ ერთმანეთს პირადი ლექსები ჩანახატები...)
მხოლოდ ჩვენი პირადი შემოქმედება
adminiDate: შაბათი, 31.07.2010, 23:26 | Message # 1
kvavili
Group: Администраторы
Messages: 62
Awards: 11
Status: Offline
ცხოვრებაში ერთხელ ყველას დაგვიწერია ლექსი მოთხრობა ან ჩანახატი. . .
გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი შემოქმედება


"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
 
adminiDate: შაბათი, 31.07.2010, 23:31 | Message # 2
kvavili
Group: Администраторы
Messages: 62
Awards: 11
Status: Offline
[size=12]ლექსს გაუმარჯოს
ლექსს გაუმარჯოს
გრძნობების თოვას,
და სიყვარულის
სიტყვებით ქსოვას.
ლექსს გაუმარჯოს
მეფეს ტკივილის
მეფეს სიგიჟის
მეფეს ღიმილის.
ლექსს გაუმარჯოს
დაწერილს გრძნობით,
შუაღამისას
ხელების თრთოლვით.
ლექსს გაუმარჯოს
ურითმოს სადას,
გრძნობას რომ ამხელს
ჭეშმარიტს, მართალს.
ლექსს გაუმარჯოს
გრძნობებით სავსეს.
გულს რომ გაგიღებს,
დარდს რო გიქარვებს.
ლექსს გაუმარჯოს
რომ გაგვანათლებს,
შეპყრობილს წერით
რომ დაგაღამებს.
ლექს გაუმარჯოს
სინათლით სავსეს
რომ დაგანახვებს
სამოთხის კარებს.
ლექსს გაუმარჯოს
და ლექსის ავტორს
მისი რითმები
ზოგჯერ რომ ათბობს
ლექსს გაუმარჯოს
გრძნობების თოვას,
და სიყვარულის
სიტყვებით ქსოვას......
kk pepela თამარ ბროლაძე[/size]


"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
 
adminiDate: შაბათი, 31.07.2010, 23:36 | Message # 3
kvavili
Group: Администраторы
Messages: 62
Awards: 11
Status: Offline
[size=12]"ჩემი გულისტკივილი" თამარ ბროლაძე
დიდი მცხეთა ოდეს იყო
ქვეყნის დედაქალაქი
მაშინ მეპედ კურთხეული
ცხოვრობდა ფარნავაზი.

მან დაწერა ანბანი და
გაავრცელა ქალაქში
და ამიტომ მას უწოდეს
ძლიერი ფარნავაზი

შემდეგ ქვეყნის მეფეებმა
დააობლეს ქალაქი
იყვნენ გლეხნი ცოდონი და
იმედით გადამშრალნი

მაგრამ დადგა ჟამი ღვთისა
ძე ცხოვრობდა მშენებელი
და ამიტომ მას უწოდეს
დავით აღმაშენებელი

დრო მოვიდა ვახტანგისაც
თამარისაც შოთასიც
შეიცვალა ქვეყნის ბედი
და დაიწყო დოვლათი

ეს იმ მეფეს გაუმარჯოს
ვინც თბილისი გვაჩუქა
ვინც ამ ქვეყნად გზა გვიჩვენა
არ გვატყუა ფარულად

სიკვდილს ისევ სიცოცხლე ჯობს
ტანჯვა კვნესა წვალება
ეს იმ მეფეს გაუმარჯოს
ვინც გვარიდა წამება

ახლა რაა? უარესი
ყველა თავის ხორცზე ზრუნავს
ვისღა ახსოვს გლეხის შვილი
მუშაობა Gლეხურად

მოდით იმედს ნუ დავკარგავთ
ღმერთი ყველაპერს ხედავს
ამ სიტყვებს ხმამაღლა ვამბობ
რადგან ყველას ეხება![/size]


"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
 
ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა » მხოლოდ ჩვენი პირადი შემოქმედება (გავაცნოთ ერთმანეთს პირადი ლექსები ჩანახატები...)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


უფალი გფარავდეთ!!! 2024ჰოსტერი uCoz


28.03.2024 13:07 | ავტორი: სტუმარი  | მოინახულეს: -ჯერ