[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა » ,, დავიღლები საქართველოს სიყვარულში"... ((ლექსები და ფიქრები საქართველოზე)...)
,, დავიღლები საქართველოს სიყვარულში"...
adminiDate: შაბათი, 10.07.2010, 10:18 | Message # 1
kvavili
Group: Администраторы
Messages: 62
Awards: 11
Status: Offline
,, დავიღლები საქართველოს სიყვარულში"...(ლექსები და ფიქრები საქართველოზე)...

"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
 
adminiDate: შაბათი, 10.07.2010, 10:18 | Message # 2
kvavili
Group: Администраторы
Messages: 62
Awards: 11
Status: Offline
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად,
დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.
saqartvelo saqartvelo saqartvelo


"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
 
ფორუმი » სხვადასხვა » სხვადასხვა » ,, დავიღლები საქართველოს სიყვარულში"... ((ლექსები და ფიქრები საქართველოზე)...)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


უფალი გფარავდეთ!!! 2018ჰოსტერი uCoz


15.10.2018 17:32 | ავტორი: სტუმარი  | მოინახულეს: -ჯერ