[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » სარწმუნოება » შეკითხვები მოძღვარს » რატომ ამბობენ, რომ საიქიოში ყველა 33 წლის იქნება?
რატომ ამბობენ, რომ საიქიოში ყველა 33 წლის იქნება?
adminiDate: ოთხშაბათი, 22.09.2010, 23:45 | Message # 1
kvavili
Group: Администраторы
Messages: 62
Awards: 11
Status: Offline

- ითვლება, რომ ჯანმრთელობისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შემთხვევაში ადამიანის ხორციელი ბუნება ოპტიმალურ მდგომარეობას 33 წლის ასაკში აღწევს. ეს პერიოდი ქრისტეს ასაკად იწოდება (ქრისტე 33 წლის ასაკში აღესრულა ჯვარზე). გარდაცვალებისას ადამიანური ბუნების გახლეჩა სულად და ხორცად დროებითი მოვლენაა. ადამიანი მარადისობას სრული ბუნებით იმკვიდრებს, ანუ როგორც სულით, ისე ხორცით. თავდაპირველად სული გადადის მარადისობაში (გარდაცვალებისას); ხოლო უფლის მეორედ დიდებით მოსვლის ჟამს სული კვლავ შეერთდება ხორცთან, მაგრამ ეს ხორცი (მკვდრეთით აღმდგარი) იქნება განსულიერებული (სულს დამორჩილებული, სულის თვისებების მქონე, უკვდავი), ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარი სხეულის მსგავსი და ქრისტეს ასაკისა, ე. ი. 33 წლის. და ეს მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლისა გარდაიცვალა ადამიანი (ბავშვობაში თუ ღრმად მოხუცებული).

თუმცა შეუძლებელია ითქვას, თუ როგორი იქნება მკვდრეთით აღმდგარი ადამიანის ხორციელი ბუნება, რამეთუ ამის გამოცდილება არ გაგვაჩნია, ამიტომ გამოთქმა - ვიქნებით 33 წლისა, უფრო სრულყოფილების, ქრისტესადმი მიმსგავსების მაჩვენებელია. შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ აქ საუბარი გადარჩენილ, ანუ ცოცხალ ადამიანზეა.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
 
ფორუმი » სარწმუნოება » შეკითხვები მოძღვარს » რატომ ამბობენ, რომ საიქიოში ყველა 33 წლის იქნება?
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


უფალი გფარავდეთ!!! 2024ჰოსტერი uCoz


16.04.2024 19:33 | ავტორი: სტუმარი  | მოინახულეს: -ჯერ