[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » სარწმუნოება » შეკითხვები მოძღვარს » დღეს პლასტიკურ ბარათებზე, პასპორტებზე, პროდუქტებზე და ა.შ. შ
დღეს პლასტიკურ ბარათებზე, პასპორტებზე, პროდუქტებზე და ა.შ. შ
adminiDate: ოთხშაბათი, 22.09.2010, 23:34 | Message # 1
kvavili
Group: Администраторы
Messages: 62
Awards: 11
Status: Offline
666 ჩვეულებრივი რიცხვია, მაგრამ სააღრიცხვო, სადოკუმენტაციო, ფულადსაკრედიტო და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებში მისი ასე დაჟინებული გამოყენება მრავალ ეჭვს ბადებს.

ამერიკა და ევროპა ქრისტიანული მენტალიტეტის ქვეყნებია და იქ რიცხვი 666-ით ასე ხშირად მანიპულირება, რბილად რომ ვთქვათ, მისტიკური ხულიგნობაა. ბიბლიაში პირდაპირ გვიწერია, რომ რიცხვი 666 ნიშანია ანტიქრისტესი, ანუ, თანამედროვე, გამალებული გლობალიზაციის შედეგად აღმოცენებული სახელმწიფოს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტისა თუ მონარქისა. ე.ი. ანტიქრისტე იქნება ჩვეულებრივი ადამიანი; ზემოთხსენებული ზესახელმწიფოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი, რომელსაც დაცემული ქერუბიმი, ანუ სატანა მთელ ძალაუფლებას გადასცემს. აქედან გამომდინარე, რიცხვი 666 არის სატანის ნიშანი და იგი როგორც ძირითადი სიმბოლო, მართლაც გამოიყენება სატანისტურ ორგანიზაციებში (ასეთი ორგანიზაციები საქართველოშიც არის). თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამნიშნა ერთი და იგივე ციფრიანი კოდი ტექნიკურად სირთულეს ბადებს (იზრდება შეცდომების ალბათობა), აშაკარაა მსოფლიო მმართველობის სურვილი, მიაჩვიონ ადამაინები ამ მისტიკურ საფრთხობელას, მოადუნონ მათი ყურადღება, დათრგუნონ სულიერი სიფხიზლე, რომ შემდეგ ხალხმა ვერ მოახერხოს ანტიქრისტეს ცნობა, რომლის სავიზიტო ბარათის რიცხვი სამყაროში 666 იქნება...

დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით იქმნება ზეპოლიციური მსოფლიო სივრცე, სადაც თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება აბსოლუტურად გამჭირვალე იქნება. ამგვარი სივრცის ტექნიკური უზრუნველყოფა პრობლემას აღარ წარმოადგენს: მიკროჩიპები (კოდით 666), რომლებიც შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში (დამაფიქრებელია, რომ შუბლზე ან მარჯვენა ხელზე), სატელიტური კავშირისა და ინტერნეტის ქსელის საშუალებით დააფიქსირებენ ადამიანის ყოველ დანახარჯს (მგზავრობის მიმართულებას, შეძენილ წიგნს და ა.შ.), ადგილმდებარეობას და თუ ასეთი ძალაუფლებას ხელისუფლება ბოროტად გამოიყენებს...

თუმცა ეს ყოველივე მომავალში მოხდება (არც ისე შორეულში). დღეს კი გვმართებს სულიერი სიფხიზლე, რამეთუ აპოკალიფსური მხეცის ნიშნის პოპულარიზაცია მისტიკურ ხულიგნობასთან ერთად იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ჟამი ახლოა.

(მამა თეოდორე გიგნაძე)


"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
 
ფორუმი » სარწმუნოება » შეკითხვები მოძღვარს » დღეს პლასტიკურ ბარათებზე, პასპორტებზე, პროდუქტებზე და ა.შ. შ
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


უფალი გფარავდეთ!!! 2018ჰოსტერი uCoz


16.12.2018 13:26 | ავტორი: სტუმარი  | მოინახულეს: -ჯერ